ფეხბურთი

20:05 | 30.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ალტიდორი ,,ჰალ სიტისთან’’ გამარჯვებას გეგმავს

,,სანდერლენდის’’ ამერიკელმა შემტევმა ჟოზე ალტიდორმა პრემიერლიგის შემდეგი ტურის შეხვედრაზე ისაუბრა - შაბათს ,,შავი კატები’’ გასვლით შეხვედრას სტივ ბრიუსის შეგირდებთან ჩაატარებენ. ,,სკაი სპორტისთვის’’ მიცემულ ინტერვიუში ალტიდორმა აღნიშნა, რომ მის გუნდს შეუძლია ზედიზედ მეორე მატჩში გამარჯვება.

,,გასულ ტურში ,,ნიუკასლთან’’  დერბიში ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ, დარწმუნებული ვარ, იგივეს გამეორება ,,ჰალ სიტისთანაც’’ შესაძლებელია. ვფიქრობ, წინ მოსაგები შეხვედრა გველის და ამაში გულშემატკივრებიც დარწმუნდებიან, თუ რა თქმა უნდა სათანადო ძალისხმევას გამოვავლენთ.’’

,,ჰალ სიტი’’ამერიკელის ყოფილი კლუბია. ამ გუნდში იგი 2009-2010 წლებში გამოდიოდა.

ალტიდორს  იმედი აქვს, რომ შეტევის ხაზში კარგ პარტნიორობას გაუწევს თანაგუნდელ სტივენ ფლეთჩერს. შოტლანდიელმა გასულ ტურში გამარჯვების გოლი გაიტანა, ხოლო  ჩემპიონატის საწყისი ეტაპის მატჩები ტრავმის გამო გამოტოვა.

,,როდესაც ფლეთჩერი მინდორზეა, გუნდის შესაძლებლობები ერთი-ორად იზრდება. ვიმედოვნებ, ჯანმრთელობის პრობლემები აღარ შეექმნება, ის გუნდისთვის საჭირო ფეხბურთელია, ყველანი მონდომებით ვვარჯიშობთ და მჯერა, შემდგომი გამარჯვებების მონაწილე ფლეთჩერიც იქნება.’’

ალტიდორი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს “სანდერლენდში’’ ,,ალკმაარიდან’’ გადაბარგდა.

დიმიტრი შარიქაძე

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116457