ფეხბურთი

10:40 | 17.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ალონსოს ტრავმა სერიოზული არაა

მადრიდის “რეალისა” და ესპანეთის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ჩაბი ალონსო გვინეასთან ამხანაგურ მატჩში დაშავდა, მაგრამ როგორც ირკვევა, ტრავმა სერიოზული არაა. ამის შესახებ “ფურია როხას” თავკაცმა ვისენტე დელ ბოსკემ განუცხადა Goal-ს.

“სერიოზული არაფერია. უბრალოდ, ალონსოს ძლიერად ჩაარტყეს და შეცვლაც ამიტომ მოითხოვა”, - განაცხადა დელ ბოსკემ.

აღსანიშნავია, რომ ალონსო ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში 6-თვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ დაბრუნდა. ესპანელებმა გვინეის ნაკრები 2:1 დაამარცხეს.

 

0.138312