ფორმულა ერთის მსოფლიო ჩემპიონატმა ეკვატორს მიაღწია და სეზონის ლიდერიც გამოიკვეთა - ამ ეტაპზე, ფერნანდო ალონსოს და „ფერარის“ ბადალი არ ჰყავთ. ამის დასტურია ის 34-ქულიანი სხვაობა, რომელიც ესპანელს უახლოეს მდევარ მარკ უებერისგან აშორებს.
ალონსომ ამ სეზონში მესამე, კარიერაში კი 30-ე რბოლა მოიგო, რაც მისი გუნდისთვის 219-ე გამარჯვებაა. მან სტარტზევე შეინარჩუნა კვალიფიკაციაში მოპოვებული მოწინავე პოზიცია და რბოლის განმავლობაში, ის მხოლოდ ერთხელ, პირველი პიტ სტოპის დროს დროებით დაკარგა. შუა რბოლიდან კი, მას შემდეგ, რაც კვალში ჯენსონ ბატონი ჩაუდგა, უზადოდ აკონტროლებდა სიტუაციას და მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანელს DRS-ის გამოყენების უპირატესობა ჰქონდა, მისთვის შეტევის საბაბი ერთხელაც არ მიუცია.
ბოლო წრეებზე ბატონმა თავად დათმო პოზიცია და ბოლოსწინა წრეზე, მას პირველივე შეტევით გაუარა სებასტიან ფეტელმა, რომელმაც მაშინვე სამ წამში ჩამოიტოვა „მაკლარენის“ პილოტი. აღსანიშნავია, რომ ფეტელმა კვლავ ვერ შეძლო საშინაო რბოლის მოგება, ბატონმა კი, როგორც ჩანს, კრიზისს თავი დააღწია და კვარცხლბეკს დაუბრუნდა.
რბოლის შემდეგ, სტიუარდებმა ფეტელის მანევრი განიხილეს და დაადგინეს, რომ მან მანევრი წესების დარღვევით შეასრულა - გასწრებისას ტრასიდან ოთხივე ბორბლით გადავიდა. ამის გამო, ის 20 წამით დაისაჯა, რაც რბოლის შემდგომი სანქციებისას, პიტლეინზე გავლას ცვლის. ფეტელი რომ 20 წამით დაჯარიმდებოდა, ეს გერმანულ ტელეარ RTL-ზე კომენტირებისას ნიკი ლაუდამაც აღნიშნა. თუმცა, სანამ სტიუარდები გადაწყვეტილებას მიიღებდნენ, გერმანელმა მრბოლმა კვარცხლბეზე ასვლა და შამპანურით წუწაობა მაინც მოასწრო.
გერმანიის დიდი პრიზი
ჰოკენჰაიმი. დისტანცია 306.458 კმ (4.574 კმ, 67 წრე)
1. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 1:31:05.862
2. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) +00:03.732
3. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 00:06.949
4. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ლოტუსი) 00:16.409
5. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი) 00:21.925
6. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი) 00:27.896
7. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი) 00:28.970
8. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული) 00:46.941
9. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია) 00:48.162
10. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 00:48.889
11. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია) 00:59.227
12. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) 01:11.428
13. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ტორო როსო) 01:16.829
14. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთი, ტორო როსო) 01:16.965
15. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი) 1 წრე
16. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, კატერჰემი) 1 წრე
17. ბრუნო სენა (ბრაზილია, უილიამსი) 1 წრე
18. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი) 1 წრე
19. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, კატერჰემი) 2 წრე
20. შარლ პიკი (საფრანგეთი, მარუსია) 2 წრე
21. პედრო დე ლა როსა (ესპანეთი, ისპანია) 3 წრე
22. ტიმო გლოკი (გერმანია, მარუსია) 3 წრე
23. ნარაინ კართიკეიანი (ინდოეთი, ისპანია) 3 წრე
გ. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 11 წრე
შენიშვნა: გ - გამოეთიშა
უსწრაფესი წრე: მიხაელ შუმახერი - 1:18.275, 58-ე წრე
მრბოლთა კლასიფიკაცია
1. ფერნანდო ალონსო - 154 ქულა; 2. მარკ უებერი - 120; 3. სებასტიან ფეტელი - 118; 4. კიმი რაიკონენი - 95; 5. ლუის ჰამილტონი - 92; 6. ნიკო როსბერგი - 76; 7. ჯენსონ ბატონი - 65; 8. რომენ გროჟანი - 61; 9. სერხიო პერესი - 47; 10. კამუი კობაიაში - 31; 11. პასტორ მალდონადო - 29; 12. მიხაელ შუმახერი - 29; 13. პოლ დი რესტა - 27; 14. ფელიპე მასა - 23; 15. ნიკო ჰულკენბერგი - 19; 16. ბრუნო სენა - 18; 17. ჟან-ერიკ ვერნი - 4 ; 18. დანიელ რიკიარდო 2
კონსტრუქტორთა თასი
1. რედ ბულ-რენო - 238 ქულა; 2. ფერარი - 177; 3. მაკლარენ-მერსედესი - 157; 4. ლოტუს-რენო - 156; 5. მერსედესი - 105; 6. ზაუბერ-ფერარი - 78; 7. უილიამს-რენო - 47; 8. ფორს ინდია-მერსედესი - 46; 9. ტორო როსო-ფერარი - 6
http://autopanoramaf1.blogspot.com/2010/05/a9-audi-a9-hybrid-sports-sedan-concept.html







