ვალენსია ფორმულა ერთის მსოფლიო ჩემპიონატის მეცხრე ეტაპს - ევროპის დიდ პრიზს მასპინძლობს, რომელიც ტრადიციულად, პარასკევის თავისუფალმა პრაქტიკებმა გახსნა. როგორც ხშირად ხდება ხოლმე, მეორე პრაქტიკაზე პილოტების უმეტესობამ უკეთესი შედეგები აჩვენა, ვიდრე პირველზე, ორივეს ჯამში კი საუკეთესო დრო მსოფლიოს ორგზის ჩემპიონს, ესპანელ ფერნანდო ალონსოს ჰქონდა.
პირველ პრაქტიკაზე კი უსწრაფესი ”მერსედესის” გერმანელი ნიკო როსბერგი იყო, რომელმაც თითქმის ერთნაირი დროის მქონე ორივე ”მაკლარენი” ჩამოიტოვა. საინტერესოა, რომ იმავე პრაქტიკაზე, როსბერგის სახელოვან თანაგუნდელ მიხაელ შუმახერს მეათე შედეგი ჰქონდა.
რაც შეეხება ალონსოს, ამ შედეგით ის ვალენსიას შარშანდელი დიდი პრიზის კვალიფიკაციაზე გამარჯვებულ ლუის ჰამილტონს ჩამოიტოვებდა. ესპანელს სულ რაღაც 0.056 წამით ჩამორჩა ”რედ ბულის” გერმანელი სებასტიან ფეტელი, მესამე შედეგი კი ფეტელის ავსტრალიელ თანაგუნდელ მარკ უებერს ჰქონდა. ამჯერად, მეოთხე შედეგს დასჯერდა როსბერგი, რომელმაც ისევ აჯობა შუმახერს. სხვათა შორის, რბოლის დღეს როსბერგს 25 წელი უსრულდება. ორივე სესიაზე კარგად იასპარეზა ”რენოს” პოლონელმა რობერტ კუბიცამ, ვისაც პირველ სესიაზე მეოთხე შედეგი ჰქონდა, მეორეზე კი ორი ადგილით ჩამოქვეითდა.
აღსანიშნავია, რომ ვალენსიური რბოლისთვის, ”მაკლარენმა” და ”ფერარიმ” თავიანთ მანქანებზე აეროდინამიკური სიახლეები დანერგეს. განსაკუთრებით აღსანიშნავია იტალიური გუნდი, რომელიც ევროპულ რბოლაზე პირველად გამოიყენებს ”რედ ბულის” ნოუ ჰაუს - ეგრეთ წოდებულ ჩასაბერ დიფუზორს.
პირველი სესიის დროს, ინციდენტი მოხდა - ბრაზილიელი ბრუნო სენას ”ისპანიას” სარკე მოსტყდა, რომელსაც სებასტიან ბუემის ”ტორო როსომ” გადაუარა და გზაზე ნამსხვრევები დატოვა. ამის გამო, რბოლა მცირე ხნით შეწყდა. მცირე პაუზე მეორე სესიის დროსაც გახდა საჭირო. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ბრაზილიელ ფელიპე მასას მანქანა დატრიალდა და შუა გზაზე გაჩერდა.
პირველი თავისუფალი პრაქტიკის შედეგები
| 1. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) | 1:41.175 |
| 2. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) | 1:41.339 |
| 3. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი,მაკლარენი) | 1:41.383 |
| 4. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, რენო) | 1:41.715 |
| 5. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) | 1:42.182 |
| 6. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) | 1:42.216 |
| 7. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული) | 1:42.275 |
| 8. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი) | 1:42.312 |
| 9. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) | 1:42.421 |
| 10. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი) | 1:42.463 |
| 11. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, უილიამსი) | 1:42.707 |
| 12. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო) | 1:42.962 |
| 13. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო) | 1:43.310 |
| 14. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია, ფორს ინდია) | 1:43.380 |
| 15. პედრო დე ლა როსა (ესპანეთი, ზაუბერი) | 1:43.397 |
| 16. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია) | 1:43.437 |
| 17. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი) | 1:43.729 |
| 18. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო) | 1:44.183 |
| 19. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი) | 1:44.491 |
| 20. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი) | 1:45.653 |
| 21. ბრუნო სენა (ბრაზილია, ისპანია) | 1:47.123 |
| 22. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი) | 1:47.285 |
| 23. კრისტიან კლინი (ავსტრია, ისპანია) | 1:47.343 |
| 24. ლუკას დი გრასი (ბრაზილია, ვირჯინი) | 1:47.356 |
მეორე თავისუფალი პრაქტიკის შედეგები
| 1. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) | 1:39.283 |
| 2. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) | 1:39.339 |
| 3. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული) | 1:39.427 |
| 4. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) | 1:39.650 |
| 5. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) | 1:41.339 |
| 6. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი,მაკლარენი) | 1:39.749 |
| 7. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, რენო) | 1:39.880 |
| 8. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) | 1:39.947 |
| 9. დრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია) | 1:40.020 |
| 10. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი,მაკლარენი) | 1:40.029 |
| 11. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი) | 1:40.174 |
| 12. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი) | 1:40.287 |
| 13. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია, ფორს ინდია) | 1:40.387 |
| 14. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო) | 1:40.618 |
| 15. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი) | 1:40.906 |
| 16. პედრო დე ლა როსა (ესპანეთი, ზაუბერი) | 1:40.945 |
| 17. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო) | 1:41.115 |
| 18. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, უილიამსი) | 1:41.371 |
| 19. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო) | 1:41.457 |
| 20. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი) | 1:42.467 |
| 21. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი) | 1:42.993 |
| 22. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი) | 1:43.811 |
| 23. ლუკას დი გრასი (ბრაზილია, ვირჯინი) | 1:43.854 |
| 24. ბრუნო სენა (ბრაზილია, ისპანია) | 1:44.095 |
| 25. კარუნ ჩანდჰოკი (ინდოეთი, ისპანია) | 1:44.566 |
მოამზადა მერაბ ლორთქიფანიძემ
http://formula1ge.blogspot.com/







