ავტოსპორტი

1:16 | 23.07.2011 | ნანახია [] - ჯერ

ალონსო და „ფერარი“ ისევ ფორმაში არიან

 

ჯერ ამაზე ლაპარაკი ნაადრევია, თუმცა, გერმანიის დიდი პრიზის პრაქტიკებმა აჩვენა, რომ მარანელოელთა დუეტი კვლავაც ფორმაშია და უბრძოლველად არც მსოფლიო ჩემპიონ სებასტიან ფეტელის საშინაო რბოლაში აპირებს ყურების დანებებას. ალონსო პელოტონში ერთადერთი პილოტია, ვინც ორივე სესიაზე, წრე წუთსა და 32 წამზე ნაკლებში გაიარა.

მეორე სესიაზე მას ავსტრალიელმა მარკ უებერმა აჯობა, რომელსაც პირველ სესიაზე მეორე საუკეთესო შედეგი ჰქონდა. ორივე შემთხვევაში, მესამე დრო ფეტელმა დააფიქსირა, მეოთხე კი ფელიპე მასა იყო. ამგვარად, თუ ადრე „რედ ბულის“ მთავარი მეტოქე „მაკლარენი“ იყო, ახლა მთავარი მდევრის როლი „სკუდერიამ“ მოირგო.

არავინ იცის, მეორე სესია რა შედეგით დასრულდებოდა, რომ არა ინციდენტი, რომელიც ესპანელს შეემთხვა. სესიის მიწურულს, ალონსო ერთ-ერთი მანქანის გასწრებას ცდილობდა, როცა შეცდომა დაუშვა და ტრასის მიღმა აღმოჩნდა. უებერმა კი სწორედ ამის შემდეგ დააფიქსირა მასზე უკეთესი დრო.

ორივე სესიაზე, საუკეთესო დროს დაახლოებით წამით ჩამორჩა ლუის ჰამილტონი, მის თანაგუნდელ ჯენსონ ბატონს კი, თავის გამოჩენის საშუალება ტექნიკურმა პრობლემებმა არ მისცა. უნდა აღინიშნოს, რომ „მაკლარენის“ პილოტებისგან ნურბურგრინგზე ყველა უკეთეს შედეგებს ელოდა - მათ შედეგებზე უარყოფითად აისახა ჩასაბერი დიფუზორის შეზღუდვა.

უნდა ითქვას, რომ ორივე სესია ღრუბლიან ამინდში ჩატარდა. ყველა ელოდა, რომ წინა დღის თავსხმა გამეორდებოდა, თუმცა ორივე შემთხვევაში, ტრასა ოდნავაც არ დასველებულა.

 

თავისუფალი პრაქტიკები

პირველი სესია

1. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                 1:31.894

2. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული)                    1:32.217

3. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)            1:32.268

4. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)                            1:32.681

5. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)         1:32.996

6. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)               1:33.628

7. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                   1:33.787

8. ადრიან სუტილი (გერმანია,ფორს ინდია)               1:33.832

9. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია)          1:33.858

10. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი)             1:33.863

11. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო)                         1:34.094

12. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო)        1:35.115

13. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო)          1:35.371

14. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი)          1:35.389

15. ნიკ ჰაიდფელდი (გერმანია, რენო)                          1:35.444

16. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი)                         1:36.371

17. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი)                1:36.392

18. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)    1:36.842

19. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი)                       1:36.882

20. ნარაინ კართიკეიანი (ინდოეთი, ისპანია)             1:38.504

21. კარუნ ჩანდჰოკი (ინდოეთი, ლოტუსი)                 1:38.765

22. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ისპანია)                       1:39.279

23. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი)                          1:40.109

24. ჟერომ დ’ამბროზიო (ბელგია, ვირჯინი)                1:40.428

 

მეორე სესია

1. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული)                    1:31.711

2. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                 1:31.879

3. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)            1:32.084

4. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)                            1:32.354

5. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი)               1:32.411

6. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                   1:32.557

7. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)         1:32.724

8. ნიკ ჰაიდფელდი (გერმანია, რენო)                            1:33.098

9. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო)                           1:33.138

10. ადრიან სუტილი (გერმანია,ფორს ინდია)             1:33.211

11. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)             1:33.225

12. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია)          1:33.299

13. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი)                         1:34.113

14. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი)          1:34.344

15. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო)        1:34.487

16. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი)                       1:34.491

17. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)    1:34.996

18. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი)                1:35.753

19. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი)                          1:36.940

20. კარუნ ჩანდჰოკი (ინდოეთი, ლოტუსი)                 1:37.248

21. ჟერომ დ’ამბროზიო (ბელგია, ვირჯინი)                1:37.313

22. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია, ისპანია)                1:38.145

23. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ისპანია)                       1:40.737

24. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო)          დროის გარეშე

 

მოამზადა მერაბ ლორთქიფანიძემ

http://formula1ge.blogspot.com/

0.089571