11:38 | 17.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

ოლ სტარის უიქენდი გრძელდება

ყველა ვარსკვლავთა კვირეული გრძელდება. შაბათს რამოდენიმე საინტერესო კონკურსი გაიმართა და გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ.

ჩატენვების კონკურსი - Sprite Slam Dunk Contest-ის გამარჯვებული მოულოდნელად "ტორონტო რაპტორზის" ახალბედა ტერენს როსი გახდა, რომელმაც ნახევარფინალურ სტადიაზე ასპარეზობას ჯერ "ნიუ იორკ ნიქსის" კალათბურთელი ჯეიმს ვაითი და 2007-08 წლების ამავე კონკურსის ფინალისტი ჯერალდ გრინი გამოთიშა, ხოლო ფინალურ დაპირისპირებაში "ინდიანელ" ჯერემი ევანსაც აჯობა, მიიღო რა გამოკითხულთა ხმების 58%. ჟიური კი მეტად საპატიო გახლდათ: რუდი ტომიანოვიჩი, იაო მინი, კლაიდ დრექსლერი და ჰაკიმ ოლაჯუანი.

http://www.youtube.com/watch?v=ZJekW91Hlw0

3 ქულიანების კონკურსი - ამ კონკურსში გამარჯვება გასული სეზონის დრაფტის პირველმა ნომერმა და "კლივლენდის" უკანახაზელმა კაირი ირვინგმა მოიპოვა, რომელმაც ძალზედ იოლად გაიარა ნახევარფინალური ეტაპი, დააგროვა რა 18 ქულა, მისმა მოწინააღმდეგეებმა პოლ ჯორჯმა (10ქულა) და სტივ ნოვაკმა (15) მცირედი კონკურენციაც კი ვერ გაუწიეს მას. მეორე ფინალისტი "სან ანტონიოს" სათადარიგო ცენტრი მეტ ბონერი გახლდათ, რომელმაც საწყის ეტაპზე 19 ქულა დააგროვა, ხოლო სტეფ კარიმ და რაიან ანდერსონმა შესაბამისად 17 და 15.

ფინალურ დაპირისპირებაში გაცილებით ზუსტად კაირიმ ესროლა, რომელმაც ერთბაშად 23 ქულა დააგროვა და უმძიმეს მდგომარეობაში ჩააყენა ბონერი. "სპურსის" ცენტრმა გაიბრძოლა, პირველ ეტაპზე ნაჩვენები შედეგი 2 ქულითაც გააუმჯობესა, თუმცა ეს წარმატებისთვის საკმარის არ აღმოჩნდა.

http://www.youtube.com/watch?v=zUnh_T_KDyM

ოსტატობის კონკურსის გამარჯვებული პორტლენდის ახლაბედა გამთამაშებელი დამიენ ლილარდი გახდა, რომელმაც საწყის ეტაპზე ასპარეზობას ჯერ ტონი პარკერი და ჯერემი ლინი გამოთიშა, ხოლო ფინალურ დაპირისპირებაში ჯრუ ჰოლიდეიმ წინაღობების გადალახვას 35,6 წამი მოანდომა, რასაც ძალზედ იოლად გაუმკლავდა დამიენი. მან ყველაფერი 29,8 წამში შეასრულა და გამარჯვებულის პრიზიც სათავისოდ დაიტოვა.

http://www.youtube.com/watch?v=M6xXgGZ1G48

 

გიორგი ბარბაქაძე

0.12857