ფეხბურთი

15:50 | 30.09.2013 | ნანახია 3886 - ჯერ

"ალკმაარი" შოთა არველაძის ვარიანტს განიხილავს

ჰოლანდიურ "ალკმაარს" ახალი მწვრთნელი ეყოლება. კლუბის ხელმძღვანელობამ  გუშინ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ გერტან ვერბეეკი გაშვებულია. არადა, "ალკმაარმა" წინა დღეს შინ პსვ-ს 2:1 სძლია.

ჰოლანდიური მედიის ცნობით, კლუბი ვერბეეკის შემცვლელად შოთა არველაძის კანდიდატურასაც განიხილავს. შოთა, გეცოდინებათ, "ქასიმფაშას" წვრთნის და მის გუნდს 6 ტურის შემდეგ 9 ქულა აქვს. დიდი ალბათობით, ქართველი სპეციალისტი ამ ეტაპზე ვერ გადავა ჰოლანდიაში, თუმცა ინტერესი საგულისხმოა.

არველაძის გარდა, "ალკმაარის" ხელმძღვანელობა კო ადრიანსესა და ალექს პასტორის ვარიანტებსაც განიხილავს. ადრიანსე ადრეც წვრთნიდა ამ გუნდს, პასტორი კი ამჟამად "ნაიმეგენში" მუშაობს.

რა შეხსენება გინდათ, შოთა "ალკმაარის" ბომბარდირი გახლდათ, შემდეგ კი მწვრთნელადაც მუშაობდა ამ გუნდში: ლუის ვან გაალის ერთ-ერთი თანაშემწე გახლდათ და იმ სეზონში "ალკმაარი" ჰოლანდიის ჩემპიონი გახდა. შემდეგ რონალდ კუმანისა და დიკ ადვოკაატის ასისტენტადაც მუშაობდა.

 


კომენტარები (8)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

19:19 | 30.09.2013
ჯონი (102)

stripslashes((strlen('http://youtamashi.com/moqmedebiti/3000-sa-mp-03c.html')>0?'http://youtamashi.com/moqmedebiti/3000-sa-mp-03c.html':'http://youtamashi.com/moqmedebiti/3000-sa-mp-03c.html'))

18:53 | 30.09.2013
dato.nanava (2529)

ოხ ესენი სულ განიხილავენ და ისევ თურქეთშია

17:46 | 30.09.2013
lukamera (321)

შოთი ალკმაარში კარგი იქნებოდა.ერთ ორ ქართველსაც აიყვანდა და გამოზრდიდა

17:21 | 30.09.2013
shakooo7 (2507)

შოთა ალკმაარში ძაან მაგარი იქნება!!

16:40 | 30.09.2013
galatasaray (217)

რა შუაშია ნაკრები?ქეცბაია სასწაულია ხელი არ ახლონ

17:43 | 30.09.2013
ჩიჩარიტო (18039)

შენ ღადაობ და ქეცბაიაზე კარგს ვერავის მოიყვანენ

17:39 | 30.09.2013
111111 (5084)

:დდ

16:19 | 30.09.2013
lado (1613)

დაანებეთ ამ ნაკრებს თავი, შოთი კი არა მაურინიო ვერ უშველის ჩვენ ეროვნულს და მიხედოს ამ კაცმა თავის საქმეს, ვინც ჩვენ ნაკრებში იმწვრთნელა ყველას დაენგრა კარიერა, ტოპმიოლერი სადაა, კუპერი სადაა? ქეცბაია რა პერსპექტიული მწვრთნელი იყო, 20-ეულში შედიოდა და ეხლა სადაა?

16:22 | 30.09.2013
ჩიჩარიტო (18039)

ამათ არ ჯერათ რო ჩვენს ნაკრებს მწვრთნელის შეცვლა არ უშველის რო გაიძახიან არველაძე გეგუჩაძეო ეგენიც ვერაფერს მიაღწევენ და დაიღუპავენ კარიერას

16:02 | 30.09.2013
111111 (5084)

წარმატება იქნება ეს შოთისთვის ერთი 2 წლეი კიდე დაიხვეწოს და ემრე ნაკრებში შეიძლება

15:56 | 30.09.2013
Torres9 (12692)

ვან გაალი სად არი ეხა...დააბრუნეთ და დაგაყენებთ ფეხზე ისევ,ვბალეშიკობ ამ გუნდს

16:47 | 30.09.2013
galatasaray (217)

ჰოლანდიის ნაკრებში არაა?

0.118285