ტიაგო ალკანტარამ ვარჯიში დაიწყო. რამდენიმე დღის წინ მიუნხენის "ბაიერნში" ზუსტად ვერ ამბობდნენ, როდის დაბრუნდებოდა 22 წლის ნახევარმცველი, ახლა კი ფეხბურთელი უკვე ვარჯიშობს.
კლუბის საიტის ცნობით, ალკანტარა ნელ-ნელა გაზრდის დატვირთვებს და დაახლოებით 10 დღეში უკვე თამაშსაც შესძლებს.
ალკანტარამ 6 თვე გამოტოვა მუხლის ტრავმის გამო. შესაბამისად, მუნდიალიც გაუცდა.
ილია კახელიშვილი