მიუნხენის “ბაიერნის” ხელმძღვანელობა უახლოეს მომავალში “ალიანს არენას” ტრიბუნებზე დასაჯდომი ადგილების გაზრდას აპირებს. ამჟამად ბავარიული კლუბის სტადიონი 71 137 მაყურებელს იტევს. რეკონსტრუქციის შემდეგ კი 75 ათასს მიაღწევს.
“ჩვენ ყველა ღონეს ვიხმართ, რომ “ბაიერნის” საშინაო შეხვედრებზე დასწრება კიდევ უფრო მეტმა გულშემატკივარმა შეძლოს. უკვე მზადაა გეგმა, რომლის მიხედვითაც დასაჯდომი ადგილების რაოდენობა 75 ათასამდე გაიზრდება” – აცხადებს “ბაიერნის” მმართველი გუნდის წევრი კარლ-ჰაინც რუმენიგე.