ესპანური “ვალენსიას” მცველი ალი სისოკო მიმდინარე ზაფხულში სამუშაოს შეცვლას არ აპირებს.
25 წლის ფრანგის შეძენა ინგლისურ “ლივერპულსა” და “ტოტენჰემს” სურთ, მაგრამ თავად სისოკოს სხვა გეგმები აქვს.
“კლუბში არსებული ფინანსური სიტუაციის გათვალისწინებით, პრესაში “ვალენსიას” ყველა ფეხბურთელზე ვრცელდება სატრანსფერო ჭორები. დიახ, ჩემს მიმართ რამდენიმე კლუბი იჩენდა ინტერესს, მაგრამ “ვალენსიაში” თავს ბედნიერად ვგრძნობ და არსად წასვლას არ ვაპირებ”, - განაცხადა სისოკომ, რომელიც “ვალენსიაში” გასული სეზონის წინ “ლიონიდან” გადავიდა და ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 25 მატჩში 2 გოლი გაიტანა.