ფეხბურთი

18:52 | 16.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

ალესანდრინისთვის სეზონი დასრულდა

სერიოზული პრობლემები აქვს ფრანგულ “რენს”. გუნდის გამოკვეთილი ლიდერი რომენ ალესანდრინი, მიმდინარე სეზონში, მოედანზე გასვლას ვერ მოახერხებს.

ლიგა ერთის 25-ე ტურში, “ლილთან” გამართულ შეხვედრაში, 23 წლის ნახევარმცველმა ტრავმა 36-ე წუთზე მიიღო და იგი იძულებული გახდა მოედანი დაეტოვებინა. “რენის” მედიკოსების პესიმისტური პროგნოზი გამართლდა – ალესანდრინის ჯვარედინა მყესები აქვს გაწყვეტილი და მას ოპერაცია სჭირდება. ფეხბურთელის მკურნალობის სავარაუდო პერიოდად, როგორც ასეთი ტრავმების შემთხვევაში ხდება ხოლმე, 6 თვეა მიჩნეული.

“რენი” რომ მიმდინარე სეზონში ევროტურნირების საგზურისთვის იბრძვის, ეს, უპირველესად, სწორედ ალესანდრინის დამსახურებაა. ლიგა ერთის მიმდინარე გათამაშებაში, მან 10 გოლი გაიტანა და 7 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. ორივე ამ მაჩვენებლით ის გუნდის ლიდერია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114053