ფეხბურთი

14:06 | 7.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ალექსმა პსჟ-სთან კონტრაქტის გახანგრძლივება იუარა

როგორც ჩანს, ფრანგული პსჟ-ს ბრაზილიელი მცველი ალექსი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ გუნდს დატოვებს.

31 წლის ფეხბურთელის მოქმედ კონტრაქტს პარიზელებთან ვადა ივნისში ეწურება. კლუბის ხელმძღვანელობა მოთამაშესთან მის გახანგრძლივებაზე შეთანხმებას ცდილობდა, მაგრამ უარი მიიღო. უარის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

ალექსის აყვანა იტალიურ “მილანს” სურს, რომელსაც ზაფხულში ბრაზილიელის თავისუფალი აგენტის სტატუსით დამატების შანსი ექნება. საფრანგეთის ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 23 მატჩში ალექსმა 2 გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

0.117046