ფეხბურთი

12:31 | 26.05.2013 | ნანახია NaN - ჯერ

ალექსიძემ "დიორში" ითამაშა

 

რატი ალექსიძემ ბოლო 18 წუთი ჩაატარა "დიორი"-მტკ-ის მატჩში, რომელიც ჩემპიონებმა 1:0 მოიგეს. ეს იყო უნგრეთის ჩემპიონატის ბოლოსწინა ტური. მართალია, დიორელებმა ერთი კვირის წინათ გაინაღდეს ჩემპიონობა, მაგრამ მტკ-ს მაინც სძლიეს.

ალექსიძის თანაგუნდელ გიორგი ქვილითაიას არ უთამაშია, რადგან დისკვალიფიცირებული გახლდათ.

შესაძლოა, რატი სეზონის დასრულების შემდეგ "დიორში" დარჩეს, ოღონდ, არა როგორც ფეხბურთელი, არამედ როგორც სელექციონერი. ქართველს საკმაოდ აფასებენ უნგრეთში და კლუბიც მზადაა, რომ თავის სტრუქტურაში მიიღოს.

ნალჩიკის "სპარტაკმა" რუსეთის I დივიზიონში წააგო - სტუმრად "უფასთან" 0:1. დავით სირაძემ პირველი ტაიმი ითამაშა, გუჯა რუხაია კი განაცხადში არ იყო. ნალჩიკელები ისედაც მესამე ადგილზე დარჩნენ და პლეი ოფში მოუწევთ პრემიერლიგის საგზურისთვის ბრძოლა.



კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

19:06 | 11.11.2013
bvb-09 (329)

ტურე მოიგებს იასნად

17:02 | 11.11.2013
italiafun-juventino (12319)

რა თქმა უნდა ტურე

16:47 | 11.11.2013
arsenal-14 (2185)

ტურეს ეკუთვნის ამათგან.

16:43 | 11.11.2013
riva (2859)

ტურე გახდება

16:42 | 11.11.2013
El Capitano 7 (35967)

ტურე აიღებს

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.067444
სარეკლამო ადგილი - 99
X x X