რატი ალექსიძე გორის "დილაშია" და დიდი ალბათობით, ამ კლუბში გააგრძელებს კარიერას. 34 წლის ფორვარდი გუნდთან ერთად ვარჯიშობს. ამის შესახებ "დილას" საიტი იუწყება.
ალექსიძეს უთამაშია თბილისის "დინამოში" (1996-1999; 2002-2003), ლონდონის "ჩელსიში" (1999-2001), "როსტოვში" (2004), თბილისის "ლოკომოტივსა" (2008-2009) და უნგრულ "დიორში" (2009-2013).
რატი წლეულს უნგრეთის ჩემპიონი გახდა "დიორის" შემადგენლობაში, თუმცა ბევრი მატჩი არ ჩაუტარებია. თუ ფორმაში შევა, ალექსიძე მართლაც დიდი ძალა იქნება "დილასთვის".









