ფეხბურთი

15:07 | 4.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ალექსი პსჟ-სთან კონტრაქტის გახანგრძლივების წინააღმდეგი არაა

ბრაზილიელი მცველი ალექსი და ფრანგული გრანდი პსჟ, შესაძლოა, ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე შეთანხმდნენ.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ 31 წლის ფეხბურთელმა კლუბს თანამშრომლობის გაგრძელებაზე უარი უთხრა, თუმცა, ახლა, Lequipe-სთან საუბრისას ალექსმა პარიზულ გუნდში დარჩენის სურვილი გამოთქვა.

“პარიზულ გუნდში წარმატებული თამაშისთვის ძალ-ღონეს არ ვიშურებ და ვიმედოვნებ, რომ ახალ კონტრაქტსაც დავიმსახურებ” - განაცხადა ალექსმა, რომელიც შესაძლოა, ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდეს.

ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 26 მატჩში ბრაზილიელმა ორი გოლი გაიტანა.

თეგებიპსჟალექსი
0.067163