დიდი ალბათობით, “პარი სენ-ჟერმენის” მცველი ალექსი კარიერას იტალიურ “მილანში” განაგრძობს. ღMჩ-ს ცნობით, 31 წლის ბრაზილიელს პარიზელებთან კონტრაქტი ივნისის ბოლოს ეწურება და “სან სიროზე” თავისუფალი აგენტის სტატუსით გადაბარგდება.
ჯერჯერობით, ფრანგები 31 წლის ბრაზილიელს ხელშეკრულების გახანგრძლივებას არ სთავაზობენ. ამით, მილანელები ისარგებლებენ და გამოცდილ უკანახაზელს ხელში უსასყიდლოდ ჩაიგდებენ.
ერთადერთი პრობლემა, შესაძლოა, მარკინიოსის “ბარსელონაში” გადასვლა იყოს. სავარაუდოდ, ამ შემთხვევაში, პსჟ ალექსს კონტრატქს გაუხანგრძლივებს.