“მწვანე კონტინენტზე” ტურნეს იტალიის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი “იუვენტუსი” მართავს. “ბიანკონერიმ” ტესტ-მატჩი ავსტრალიის საფეხბურთო ლიგის ნაკრებთან ჩაატარა, რომლის კაპიტანიც “ბებერი სინიორას” ლეგენდა ალესანდრო დელ პიერო იყო. მატჩი ჩრდილოიტალიელთა მოგებით, 3:2 დასრულდა.
ტურინელთაგან გოლები ფერნანდო ლორენტემ, პოლ პოგბამ და სიმონე პეპემ გაიტანეს, დელ პიერომ კი მხოლოდ ავსტრალიელთა ლიგის რჩეულ ფეხბურთელთა გუნდის ღირსება დაიცვა და 63-ე წუთზე შეცვალეს.
შეგახსენებთ, 1993-2012 წლებში დელ პიერო “იუვენტუსში” თამაშობდა, შემდეგ კი ავსტრალიის “სიდნეიში” გადაბარგდა. ამჟამად 39 წლის ალექსი უგუნდოდაა, ამასთან განაცხადა, რომ მინიმუმ ერთი წელიწადი მინდორზე კვლავ ფეხბურთელის სტატუსით სურს გასვლა.







