“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა დამრიგებელმა, ალექს ფერგიუსონმა, დიდი ბრიტანეთის პარლამენტის ლორდთა პალატაში შესვლაზე უარი თქვა. Mirror-ის ინფორმაციით, პარლამენტში შესვლის იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც სერ ალექსმა სამწვრთნელო კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა. ახლახანს მისთვის ოფიციალურად მიუმართავთ, თუმცა “ეშმაკ ფერგის” თავაზიანი უარი უთქვამს – პოლიტიკა არ მაინტერესებსო. ჩვენი ინგლისელი კოლეგები კი აღნიშნავენ, რომ ეს გადაწყვეტილება ფერგიუსონმა, შესაძლოა, იმის გამო მიიღო, რომ მეუღლესთან ერთად უფრო ხშირად ყოფნა სურს.