“მანჩესტერ იუნაიტედისა” და ფეხბურთის ლეგენდა სერ ალექს ფერგიუსონი UEFA-ს ელჩი გახდა. ამ ინფორმაციას ინგლისური გუნდის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
72 წლის შოტლანდიელის სამომავლო საქმიანობასთან დაკავშირებით კომენტარი UEFA-ს პრეზიდენტმა, მიშელ პლატინიმ გააკეთა: “სერ ალექსი ელიტარული მწვრთნელების ყოველწლიური ფორუმის ხელმძღვანელი იქნება. გარდა ამისა, ის ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ჩემპიონატის ტექნიკური სწავლების ჯგუფის საქმიანობაშიც მიიღებს მონაწილეობას.”