ფეხბურთი

13:53 | 14.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

ალექს ფერგიუსონი: “შანსები კვლავაც თანაბარია”

ინგლისის “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონი მიიჩნევს, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის განმეორებითი მატჩის წინ, მის გუნდს და მადრიდის “რეალს” მეოთხედფინალში გასვლის თანაბარი შანსი აქვთ.
“სანტიაგო ბერნაბეუზე” გამართული მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა და ახლა ყველაფერი 5 მარტს “ოლდ ტრაფორდზე” გადაწყდება. ფერგიუსონმა უეფა-ს ოფიციალურ საიტთან განვლილი თამაში შეაფასა და მის ყოფილ შეგირდ კრიშტიანუ რონალდუზე ისაუბრა. ამასთან, მან აღნიშნა, რომ “ოლდ ტრაფორდზე” პირველი გოლის გამტანი გუნდი უდიდეს უპირატესობას მოიპოვებს.
“განვლილ თამაშში მრავლად იყო საინტერესო ეპიზოდები. ორივე გუნდმა ბევრი საგოლე მომენტი შექმნა. გული მხოლოდ იმაზე დამწყდა, რომ პირველ ტაიმში ღრმად დავიხიეთ უკან და მეტოქემ თავს უფლება მისცა, ჩვენს საჯარიმოში ის ეკეთებინა, რასაც მოისურვებდა.
რონალდუმ წარმოუდგენელი გოლი გაიტანა. ის ძალიან მაღლა ახტა, ჰაერში საუცხოოდ ითამაშა და ზუსტი დარტყმა შეასრულა. მაგრამ, თუ ამ ეპიზოდს არ მივიღებთ მხედველობაში, ჩვენ მას ცხოვრება გავურთულეთ. მას თამაში გაუჭირდა, ემოციებმა იმძლავრა, თუმცა, როგორც კი ბურთს იღებდა, მაშინათვე თამაშს ამწვავებდა. მისი პროგრესის ყურება ძალიან მახარებს.
ორრაუნდიანი დაპირისპირების გამოცნობა ჯერაც ძალიან რთულია. ვიცით, რომ მოწინააღმდეგე განმეორებით მატჩში აქცენტს კონტრშეტევებზე გააკეთებს. ჯერაც დიდი სამუშაო გაწევა მოგვიწევს, მაგრამ ყველაფერი ჩვენს ხელთაა. თამაშამდე რომ გეკითხათ, 1:1-ს უსიტყვოდ დავთანხმდებოდი. ვფიქრობ, შანსები კვლავაც 50/50-ზხეა. ბევრი იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ ვინ გაიტანს პირველ გოლს “ოლდ ტრაფორდზე”. იმ გუნდს, ვინც თავს პირველი გამოიჩინეს, წარმატების დიდი შანსი გაუჩნდება” - დაასრულა საკუთარი აზრი ფერგიუსონმა. 




თეგებიფერგიუსონი
0.123271