ფეხბურთი

14:20 | 26.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ალექს ფერგიუსონი: “გიგზი “მანჩესტერისთვის” ზედგამოჭრილია”

 

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ლეგენდარული სერ ალექს ფერგიუსონი მიიჩნევს, რომ გუნდის თავკაცად რაიან გიგზი ხანგრძლივი პერიოდით უნდა დაინიშნოს.

მას შემდეგ რაც დაკავებული თანამდებობიდან დევიდ მოიესი დაითხოვეს, უელსელი, ჯერ კიდევ მოქმედი ფეხბურთელი, სეზონის ბოლომდე დროებით მწვრთნელად დაინიშნა. გიგზმა დასახმარებლად ყოფილ თანაგუნდელებს - პოლ სქოულზსა და ნიკი ბათს უხმო, ახალ თანამდებობაზე მისი დებიუტი კი, 26 აპრილს “ოლდ ტრაფორდზე” “ნორვიჩთან” შედგება.

ფერგიუსონმა მოვლენებს დაასწრო და გიგზის შესაძლო მწვრთნელობაზე The Guardian-ს ესაუბრა:

“ვფიქრობ, გიგზი სწორედ ის ადამიანი, რომელიც გვჭირდება. მას 20 წელიწადზე მეტი აქვს “მანჩესტერ იუნაიტედში” გატარებული. მე მასთან კონტრაქტი მაშინ გავაფორმე, როდესაც ჯერ მხოლოდ 13 წლის იყო და მან განიცადა კლუბის ყველა ემოცია - ტრიუმფიდან დაწყებული დაცემით დამთავრებული. გიგზმა კარგად იცის რა არის საჭირო იმისათვის, რომ “მანჩესტერის” ფეხბურთელი იყო და მოხარული ვარ კლუბში ორი უდიდესი პროფესიონალი, პოლ სქოულზი და ნიკი ბათი რომ დააბრუნა. სამივეს კარგად ესმის კლუბის, სამივე შრომისმოყვარეა და ახლა გუნდი სწორ გზაზე დგას”.

აქვე შეგახსენებთ, რომ ახლახან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელობამ უკვე მიაღწია შეთანხმებას ლუი ვან გაალთან და ჰოლანდიელი სპეციალისტი მანჩესტერელთა მთავარი მწვრთნელის პოსტზე მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ დაინიშნება.

0.125165