კალათბურთი

11:19 | 25.05.2014 | ნანახია 2065 - ჯერ

ალენმა ახალგაზრდობა გაიხსენა

ნბა-ს აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალის მე-3 მატჩში “მაიამი ჰითმა” “ინდიანა პეისერზი” 99:87 დაამარცხა და 2:1 დაწინაურდა. შეხვედრის ბედი ვეტერანი რეი ალენის გარჯამ განაპირობა, რომელმაც დასკვნით მეოთხედში 4 სამქულიანი ჩააგდო.

ამ უკანასკნელმა ჯამში 16 ქულა მიითვალა, ფლორიდელთა ლიდერებმა ლებრონ ჯეიმსმა და დუეინ უეიდმა კი, შესაბამისად, 25 და 23 ქულა ჩააგდეს და პირველი მეოთხედის თავზე არსებული ჩამორჩენა აღმოფხვრეს.

საწყისი თორმეტწუთეულის თავზე მასპინძლები 7 ქულით აგებდნენ, მაგრამ თამაში “შემოატრიალეს”. მატჩის შემდეგ, მაიამელთა თავკაცმა ერიკ სპოელსტრამ ყურადღება სწორედ ამაზე გაამახვილა.

“პირველ მეოთხედში ძალიან უსუსურად გამოვიყურებოდით. პატივი ინდიანელებსაც უნდა მივაგოთ, რომელთაც საკუთარი თამაში თავს მოგვახვიეს. მოხარული ვარ, რომ შემდგომში თავდაჯერებულობა გამოვავლინეთ”.

კომენტარი გააკეთა ინდიანელთა დამრიგებელმა ფრენკ ვოგელმაც. “ძალიან ყოჩაღად დავიწყეთ, თუმცა, შემდეგ ფოლებით დავიტვირთეთ და უპირატესობა “ჰითის” მხარეს გადავიდა. უდავოა, შეცდომებიც ბევრი გვქონდა და მასპინძლებს შანსის გამოყენება არ გასჭირვებიათ”.

 

მაიამი – ინდიანა 99:87 (14:21, 24:21, 33:22, 28:23)

მაიამი: ჯეიმსი (26 ქ. 7 პ.), უეიდი (23 ქ.), ბოში (9 ქ.), ჩალმერსი (6 ქ.), ჰასლემი (4 ქ.); ალენი (16 ქ.), კოული (9 ქ.), ბატიე (3 ქ.), ანდერსენი (3 ქ. 7 მ.), ლუისი.

ინდიანა: ჯორჯი (17 ქ.), ჰიბერტი (16 ქ.), უესტი (13 ქ.), სტივენსონი (10 ქ. 11 მ.), ჰილი (8 ქ.); სკოლა (8 ქ.), უოტსონი (6 ქ.), ბატლერი (6 ქ.), მაინმი (3 ქ.), ტერნერი.

მაიამი იგებს სერიას 2:1


კომენტარები (13)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

02:18 | 26.05.2014
იკა..იუვე..10 (4132)

ნებისმიერი გუნდისთვის დიდი ბედნიერებაა ალენის ნაირი სნაიპერის გუნდში ყოფნა

01:16 | 26.05.2014
ფაიზაღი (67)

სპურსი დღესაც წამოიღებს ასე მგონია აი მაიამისთვის კი გადამწყვეტი იქნება 4 თამაში

19:39 | 25.05.2014
festina (2659)

ბოში ფინალში გაილაღებს და ეგაა რა )მინდა რომ ოკლაჰომამ თამაში მაინც მოუგოს სან ანტონიოს და მოუგებს არაერთ თამაშს სპურსს

16:34 | 25.05.2014
Sergio Ramos-CR7 (12995)

დღეს მგონია რომ თანდერი მოიგებს

16:25 | 25.05.2014
chikovansky (445)

ფაქტიურად ბოშის გარეშე ვყუმარობთ ამ სერიას რა; ))))))
მესამე თუ მოვიგეთ 99 პროცენტი სუპერფინალში ვართ; ))))
დღეს ვნახოთ დურანტი რას იკისრებს; )))))

15:58 | 25.05.2014
MIAMI HEAT (3534)

ელ ჰიტ მიდი ფინალში მომიჭიმე სფურზი და სამუდამოდ გავაჩუმოთ სანანტონიოს ფანობა

23:52 | 25.05.2014
arturi-baierni (24493)

გაგაჩუმებ მე შენ კარგად DD

15:58 | 25.05.2014
fcbayernmunich (4197)

FC.BAYERN+GERMANY გაგეცინებათ და ინდიანას ვქომაგობ რეჯი მილერის დროიდან

15:21 | 25.05.2014
data96 (4224)

იბაკა ბრუნდება თორე არ იყოს დენის როდმანი :დდ კაია კაი სერჟის დაბრუნება სალაპარაკო მაინც არ ექნება ოქეისის ფანებს )))))

14:04 | 25.05.2014
iniesta (152)

იბაკაა დაბრუნდაა წრწოდეეეთ

12:38 | 25.05.2014
Sergio Ramos-CR7 (12995)

მაიამი ჰიტ ,ალენი ამ ასაკშიც გენია არის უმაგრესი მოთამაშეა იმედია მომდევნო თამაშშსაც მაიამი მოიგეს

12:05 | 25.05.2014
arturi-baierni (24493)

ახალგაზრდობა კი არ გაიხსენა სიბერეშიც მაგარია ეგ კაცია დამიკარგა თამაშის ყურების ხასიათი ინდიანას ქომაგის რანგში

12:26 | 25.05.2014
FC.BAYERN+GERMANY (10046)

ამ ბაიერნის ბალეშიკებს რა ერთანაირი გემოვნება გავქ ::Dდ

11:30 | 25.05.2014
kobe bryant24 (4850)

ოქროს ხელი აქ ამ კაცს და შეეცIIთ თუ გინდა

11:27 | 25.05.2014
chikovansky (445)

ავღნიშნავდი ნორის კოულის და ლიუისის გარჯას დაცვაში ))))))
რეიმ დახურა გეიმ სამი; ))))))
ბოში ვისთანაა? )) ამ სერიაში გაზის ბალონივითააა რა

0.128659