ფეხბურთი

13:09 | 7.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ალეგრის მომავალზე საუბარი უჭირს

იტალიური “მილანის” მთავარ მწვრთნელ მასიმილიანო ალეგრის, მიმდინარე სეზონში გუნდის მიზნებზე საუბარი უჭირს.

ტურინში “იუვენტუსთან” 2:3 მარცხის შემდეგ, მან განვლილი თამაში შეაფასა. მექსეს გაძევებას არ დაეთანხმა, მანამდე კი, საერთო სიტუაციაზე ისაუბრა.

“სიმართლე გითხრათ, ძალიან მიჭირს იმ მიზნის ფორმულირება, რომელიც მიმდინარე სეზონში ჩვენი გუნდის წინაშე დგას. ახლა, მხოლოდ იმას ველოდებით, როდის დაბრუნდებიან ტრავმირებული მოთამაშეები მწყობრში. პრობლემებს სწორედ მათი ქმედებების შედეგად თუ გადავჭრით და სატურნირო მდგომარეობის გაუმჯობესებას შევეცდებით. “იუვენტუსთან” ძალიან კარგად ვითამაშეთ, მაგრამ რამდენიმე სულელური შეცდომა, რომელიც დავუშვით, ძალიან ძვირი დაგვიჯდა. მეტოქეზე ხშირად ვცდებოდით და ამიტომაც დავმარცხდით. რაც შეეხება მექსეს გაძევებას, მას არავისთვის დაურტყამს. უბრალოდ, მეტოქეს ხელი კრა, ასეთი ეპიზოდები კი, ნებისმიერ მატჩში ძალიან ხშირად ხდება”, - გადმოგვცემს ალეგრის სიტყვებს Sky Italia.

 

0.110099