ფეხბურთი

20:22 | 28.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ალეგრიმ ჰონდას ტრანსფერი დაადასტურა

იტალიური “მილანის” მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი ადასტურებს, რომ იანვრიდან, მის გუნდში თამაშს ადილ რამი და კეისუკე ჰონდა დაიწყებენ.

ადილ რამის “მილანში” გადასვლა აქამდეც გაოფიციალურებული იყო. ჯერ კიდევ “ვალენსიას” საკუთრებაში მყოფი ფეხბურთელი უკვე “როსონერისთან” ერთად ვარჯიშობს, მაგრამ თამაშის უფლება მას იანვრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნის შემდეგ ექნება. რაც შეეხება ჰონდას, მისი “მილანში” გადასვლის შესახებ ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაკეთებულა.

“იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს რამი და ჰონდა შემოგვიერთდებიან. ეს ფეხბურთელები ჩვენს გუნდს გააძლიერებენ, მაგრამ თუ სატურნირო მდგომარეობის გაუმჯობესება გვსურს, სტუმრად თამაში უნდა გამოვაკეთოთ და შეცდომები აღარ გავიმეოროთ.” – განუცხადა ალეგრიმ Sky Sport Italia-ს.

0.113687