ტურინის “იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი მისი არგენტინელი შეგირდის, კარლოს ტევესის ნაკრებს მიღმა დარჩენას ეხმაურება და აცხადებს, რომ 30 წლის თავდამსხმელი ეროვნული გუნდიდან მიწვევას იმსახურებს.
“ტევესი დაუჯერებლად თამაშობს. ის ნაკრებში თამაშს იმსახურებს, თუმცა არგენტინელთა მწვრთნელი მე არ ვარ.” – განაცხადა მასიმილიანო ალეგრიმ.