ფეხბურთი

11:10 | 5.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ალეგრი კაკაზე და მომავალზე

იტალიური “მილანის” მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ გუნდში ნახევარმცველ კაკას დაბრუნება დადებით მოვლენად შეაფასა.

Sky Sports-თან საუბარში მან აღნიშნა, რომ 31 წლის ფეხბურთელი მის გუნდს ტექნიკური თვალსაზრისით გააძლიერებს. გარდა ამისა, სპეციალისტმა საკუთარ სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.

“ბოატენგის წასვლის შემდეგ, პრაქტიკულად გამთამაშებლის გარეშე დავრჩით, მაგრამ კაკას მოსვლით სიტუაცია გამოსწორდა და ტექნიკური თვალსაზრისით მნიშვნელოვნად გავიზრდებით. პირადად მე არასდროს მიფიქრია “მილანიდან” წასვლაზე და არასდროს მითქვამს - “საკმარისია, მე მივდივარ”. სულაც არ მინდა ეს გუნდი ახალი კონტრაქტის გაფორმებოდან ერთი წლის შემდეგ დავტოვო. ძალიან მინდოდა “მილანთან” ერთად ჩემპიონთა ლიგაზე თამაში და არ ვაპირებ ბიჭებისა და გულშემატკივრების მიტოვებას. სილვიო ბერლუსკონისთან ნორმალური ურთიერთობა მაქვს, თუმცა, ხანდახან ჩვენი მოსაზრებები ერთმანეთს არ ემთხვევა” - განაცხადა ალეგრიმ.

0.131997