იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, “მილანსა” და “ტორინოს” შორის გასამართ მატჩს მასპინძელთა ბრაზილიელი ნახევარმცველი კაკა ძირითად შემადგენლობაში დაიწყებს, მასიმილიანო ალეგრიმ დაადასტურა.
“ვფიქრობ, კაკა, “ტორინოს” წინააღმდეგ, ძირითად შემადგენლობაში იქნება. ის კარგ ფორმაშია, ვარჯიშებზე კარგად გამოიყურება და ენთუზიაზმით გამოირჩევა.
მეჩვენება, რომ კაკა ცოტათი ნერვიულობს, მაგრამ შექმნილ სიტუაციაში ეს ნორმალურია. ის საწვრთნელ ბაზაზე დიდ დროს ატარებს და ახალგაზრდებს კარგ მაგალითს აძლევს.” – აცხადებს მასიმილიანო ალეგრი.