“მილანის” მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი წლევანდელ შეკრებაზე პირველი მოხვდა ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ – წერს Football Italia. სპეციალისტმა ფიზიკური ფორმის გაუმჯობესება მთავარ გუნდთან ერთად გადაწყვიტა და მთაზე ველოსიპედით ასვლისას კუნთი გაიჭიმა, ვეღარ მოძრაობდა და ექიმებს მიმართა. ახლა ის კოჭლობს, მაგრამ ვარჯიშებს მაინც ატარებს.