იტალიური “მილანის” დამრიგებელი მასიმილიანო ალეგრი მიიჩნევს, რომ მის გუნდს, წარმატების მისაღწევად, დაცვის ხაზში თამაშის გამოსწორება მართებს.
“ვფიქრობ, კვლავ შეგვიძლია ისე ათამაშება, როგორც ეს გასული სეზონის მე-2 ნახევარში მოვახერხეთ. თუმცა, დაცვაში ბევრ შეცდომას ვუშვებთ და უკვე 13 გოლი გვაქვს გაშვებული. ძნელია მოიგო, როდესაც მატჩში თითქმის ორ გოლს უშვებ.
რაც შეეხებათ ტრავმირებულ ფეხბურთელებს – ვწუხვარ, რომ დისკვალიფიკაციამოხდილი ბალოტელი კვლავ ვერ დაგვეხმარება. ვნახოთ, ითამაშებს თუ არა ის “ბარსელონასთან.” სამაგიეროდ, გვიბრუნდებიან ბირსა, სილვესტრე და კაკა. კაკაზე დიდ იმედებს ვამყარებ, მაგრამ ის, სავარაუდოდ, 30 წუთზე მეტს ვერ ითამაშებს.” – განაცხადა ალეგრიმ “უდინეზესთან” გასამართი მატჩის წინ.