“მილანის” მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი დარწმუნებულია, რომ სერია A-ს მიმდინარე სეზონში, მისი გუნდი ჩემპიონობისთვის იბრძოლებს. ამის შესახებ, სპეციალისტმა ჟურნალისტებს “ბოლონიასთან” 3:3 დასრულებული მატჩის შემდეგ უთხრა.
“ჯერჯერობით, შედეგიანად თამაში გვიჭირს, მაგრამ აუცილებლად მოვუმატებთ. ჩემპიონატში შესვენების დაწყებამდე, “მილანი” სატურნირო მდგომარეობას საგრძნობლად გაიუმჯობესებს. შესვენების შემდეგ კი, სკუდეტოსთვის იბრძოლებს”, – განაცხადა ალეგრიმ.