იტალიური “მილანის” დამრიგებელმა მასიმილიანო ალეგრიმ მარიო ბალოტელის მორიგი საქებარი სიტყვები მიუძღვნა: “მარიო დიდი ენთუზიაზმით თამაშობს და თავს “მილანის” მთავარ გმირად გრძნობს. ვფიქრობ, ახლო მომავალში ის კიდევ მოუმატებს, - უთხრა ალეგრიმ Football Italia-ს, - ბალოტელი ჩვენთან იანვარში გადმოვიდა და შესანიშნავ შედეგს აჩვენებს. ჯარიმების მისნაირი შემსრულებელიც სხვა არავინ გვყავს. და კიდევ, რამდენჯერმე მცველები მას ძალიან უხეშად ეთამაშნენ, თუმცა მარიოს ხმა არ ამოუღია”. შეგახსენებთ, რომ “მანჩესტერ სიტიში” თამაშისას, ბალოტელი სკანდალების ხშირი მონაწილე იყო. მილანში კი, ეტყობა დაწყნარდა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ბოლო ერთი წელი მახარებს და მაიმედებს.
პირველ რიგში იმიტომ რომ ორი უმნიშვნელოვანესი ტესტი მოიგეს ბიჭებმა.
თან უკვე შესამჩნევია რომ გუნდი უფრო მრავალფეროვანია და გამოვფხიზლდით შერკინებაზე დამოკიდებულებისგან, ამ იდიოტური "ხიბლისგან", როცა იმით ვიღებდით სიამოვნებას, თუ როგორ ხნავდა მინდორს ჩვენი ღიპიანი წინახაზი )) და შედეგი კი - 0.
ვულოცავ ბიჭებს, თუმცა რეიტინგიდან გამომდინარე მოსალოდნელი გამარჯვებაა, რასაც ვერ ვიტყვი თამაშის ხარისხზე, ასე პორტუგალიასთან ვეღარ გავძვრებით, იმედია დაგეგმილი ,,მოშვებული" თამაში იყო, ფინალს სხვანაირად მოტივირებული და რაც მთავარია დისციპლინით ითამაშებენ, ბიჭებო თამასა არ დაწიოდ, გამარჯვებები...