“ნაპოლის” ცენტრალური მცველი რაულ ალბიოლი იტალიური გუნდის მიერ ხავიერ მასკერანოს ყიდვას მიესალმება.
ბოლო დროს, მასკერანოს “ბარსელონადან” შესაძლო წასვლის შესახებ ჭორები აქტიურად ვრცელდება. ცნობილია, რომ არგენტინელი ფეხბურთელით “ნაპოლის” მთავარი მწვრთნელი რაფაელ ბენიტესია დაინტერესებული, რომელთან ერთადაც ის “ლივერპულში” მუშაობდა.
“კარგი იქნება, თუ ასეთი დონის ფეხბურთელი “ნაპოლიში” გადმოვა. მასკერანოს თამაშის დონის შესახებ ყველამ იცის. ამიტომ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ის უმაღლესი კლასის ფეხბურთელია.” – ციტირებს ალბიოლის სიტყვებს Corriere dello Sport-ი.