სხვა

17:36 | 8.04.2011 | ნანახია [] - ჯერ

ალბერტო ტომბა საქართველოშია

საქართველოს სამთო-სათხილამურო ფედერაციის ინიციატივით, კომპანია “სილქნეტის”, “სილქ როუდ ჯგუფის” და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს ცნობილი მოთხილამურე, მრავალგზის მსოფლიო ჩემპიონი და ზამთრის ოლიმპიადების გამარჯვებული – ალბერტო ტომბა ეწვია.
ლეგენდარულ მოთხილამურესთან ერთად, საქართველოში უცხოელი ინვესტორები და სამთო-სათხილამურო სპორტისა და ინფრასტრუქტურის ექსპერტები ჩამოვიდნენ. დელეგაციას თან ახლავს ჟურნალისტთა ჯგუფი, რომელიც საქართველოში ვიზიტის უცხოურ მედიაში გაშუქებას უზრუნველყოფს. სტუმრებს შორის არიან ამერიკელი ინვესტორი გრეგორი ლინ შერვუდი, იტალიელი ჟურნალისტი ლუსია გალი (ექსპერტი იტალიაში ტურიზმის დარგში, სპორტული ჟურნალისტი წარმოადგენს შემდეგ გამოცემებს: Snowtime, Rivista Sci, Gazzetta dello sport, Tuttosport, Sciare), მარტინა ფიალა (გერმანული გამოცემა (www.ski2b.com), ყოფილი მწვრთნელი, ექსპერტი კარლ ფრეზნერი (შვეიცარიის სამთო-სათხილამურო ნაკრების მწვრთნელი), ჰუბერტ გაი კოტი (სამთო-სათხილამურო კურორტების ცნობილი ოპერატორი). ღონისძიებას კოორდინაციას უწევს პატრიკ ლანგი (სათხილამური სპორტის ჟურნალისტთა საერთაშორისო ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, მსოფლიო თასის ერთ-ერთი ფუძემდებელი სათხილამურო სპორტში), რომელიც ასევე გახლავთ სხვადასვა ევროპული გამოცემის ოფიციალური წარმომადგენელი (BLICK-ციურიხი, l’Equipe-პარიზი, გაზეთი Kurier-ავსტრია).
ამ ვიზიტის მიზანია საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების პოპულარიზაცია და უცხოური ინვესტიციების მოზიდვა.
ვიზიტის ფარგლებში, დელეგაცია მესტიაში ჩავა. 9 აპრილს ექსპერტთა ჯგუფი დაათვალიერებს ადიშს, უშბის მყინვარის და ჰაწვალ-ზურულდის სათხილამურო ტრასებს, შეაფასებს უშბის მთაზე საზაფხულო სათხილამურო სეზონის მოწყობის შესაძლებლობას. ვიზიტის ბოლო დღეს, ათ აპრილს, ალბერტო ტომბა გუდაურში საქართველოს სამთო-სათხილამურო ჩემპიონატის გამარჯვებულებს დააჯილდოვებს.
 “საქართველოში სათხილამურო სპორტს დიდი პოტენციალი აქვს, თუმცა, ამ ეტაპზე ესაჭიროება სწორი მართვა. აღნიშნული ვიზიტი, ვფიქრობ, ხელს შეუწყობს საქართველოს სამთო-სათხილამურო სპორტის და ზოგადად ტურიზმის განვითარებას” - განაცხადა საქართველოს სათხილამურო ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, გოგლა ცაგარელმა.
კომპანია “სილქნეტი” და “სილქროუდ ჯგუფი”, სამთო-სათხილამურო ფედერაციასთან ერთად, “ჯანმრთელი მომავლისთვის” ღონისძიებათა სერიას მომავალშიც გააგრძელებს. რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის შიგნით ზამთრის სპორტის სახეობების განვითარებას და ქვეყნის ფარგლებს გარეთ საქართველოს კურორტების პოპულარიზაციას.
2004 წლიდან დღემდე, “სილქ როუდ ჯგუფმა” თავის პარტნიორებთან ერთად, დაახლოებით 400 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია მოიზიდა საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა დარგში, მათ შორის სატელეკომუნიკაციო სექტორში – კომპანია “სილქნეტი” და უძრავი ქონების პროექტებში, კერძოდ სასტუმრო “რედისონ ბლუ ივერია” თბილისში და სასტუმრო “რედისონ მედეა” ბათუმში. მიმდინარე წლის ათ მარტს, კომპანიამ გააფორმა ხელშეკრულება უძრავი ქონების მაგნატის, დონალდ ტრამპის ორგანიზაციასთან, რომლის ფარგლებში იგეგმება საცხოვრებელი და სასტუმრო კომპლექსების მშენებლობა თბილისსა და ბათუმში.

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.095246