ფეხბურთი

17:44 | 21.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

ალბა და პუიოლი “სოსიედადთან” ვერ ითამაშებენ

 

“ბარსელონას” მარცხენა მცველი ხორდი ალბა, როგორც მოსალოდნელი იყო, “სოსიედადთან” გასამართ მატჩში, გუნდს ვერ დაეხმარება.

ალბამ მცირე ტრავმა “სიტისთან” გამართულ შეხვედრაში მიიღო. 24 წლის ფეხბურთელმა შაბათს გასამართი მატჩისთვის გამოჯანმრთელება ვერ მოასწრო და შედეგად, ტატა მარტინომ ის განაცხადში არ შეიყვანა.

განაცხადს მიღმა დარჩა გუნდის კაპიტანი კარლეს პუიოლიც, რომელმაც ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში მხოლოდ 4 თამაში ჩაატარა.

0.147209