ფეხბურთი

17:56 | 1.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

ალავერდაშვილს კონკრეტული ციფრი არ დაუსახავს

 

“შიაულიაის” თავდამსხმელმა გიორგი ალავერდაშვილმა, რომელმაც ახალ გუნდში სადებიუტო მატჩში დუბლი შეასრულა, განაცხადა, რომ მის მიერ გატანილი გოლები პარტნიორების დამსახურებაა.

“არ მაქვს კონკრეტული ამოცანა, რომ 15, 20 ან უფრო მეტი გოლი გავიტანო. სხვათა შორის, გოლები თავისთავად ხომ არ გამაქვს, არამედ პარტნიორები მეხმარებიან. მხოლოდ გუნდის ერთ-ერთი წევრი ვარ”, – იუწყება ალავერდაშვილის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.

ლიტვის A ლიგაში ალავერდაშვილმა სეზონი “კრუოიაში” დაიწყო, რომელსაც ფინანსური პრობლემები შეექმნა და “შიაულიაის” მიაშურა. “ატლანტასთან” სადებიუტო მატჩში, რომელიც “შიაულიაიმ” 3:1 მოიგო, ალავერდაშვილმა ორი გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.116424