ფეხბურთი

16:01 | 17.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

ალავერდაშვილი - ცალკე ვიზა, ცალკე ტრავმა

რუმინული "პანდურის" ქართველი შემტევი გიორგი ალავერდაშვილი თურქული შეკრებიდან თბილისში ბრუნდება. გიორგის საზარდული აქვს დაჭიმული და ამიტომაც გამოტოვა ბოლო მატჩი დანიურ "ბრონდბიუსთან", რომელიც "პანდურიმ" 2:1 მოიგო. თუმცა, თბილისში წამოსვლის მიზეზი რუმინეთის სამუშაო ვიზის არქონაა.
"10 დღე მაინც სჭირდება ვიზის გაკეთებას. კლუბი მიკეთებს, მაგრამ თბილისში მაინც საჭიროა ჩამოსვლა. ტრავმაც დაემთხვა. ისე გამოდის, რომ რუმინეთის ჩემპიონატის საწყის ორ ტურს ვტოვებ" - უთხრა ალავერდაშვილმა "მსოფლიო სპორტს".
გიორგიმ რამდენიმე ტესტ-მატჩი ჩაატარა "პანდურიში". მწვრთნელმა კრისტიან პუშტაიმ ის უჩვეულო პოზიციებზე დააყენა: ჯერ საყრდენ ნახევარმცველად, ბოლოს კი მარცხენა გარემარბად.

0.132194