ფეხბურთი

14:53 | 12.08.2013 | ნანახია 2001 - ჯერ

“ალანიამ” ხოჯავა და მარცვალაძე დაარეგისტრირა

 

გოჩა ხოჯავასა და ოთარ მარცალაძეს, ვლადიკავკაზის “ალანიაში” თამაშის უფლება დართეს. ამის შესახებ, საფეხბურთო კლუბ “ალანიას” ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.

ქართველმა ფეხბურთელებმა გუნდთან ერთად მოსამზადებელი პერიოდი გაიარეს, მაგრამ “ალანია” მათ განაცხადში შეყვანას ვერ ახერხებდა, რადგან ფინანსური პრობლემები ჰქონდა და კლუბის ზოგიერთი ყოფილი ფეხბურთელის მიმართ ვალი დაუგროვდა. აქედან გამომდინარე, ორივემ რუსეთის პირველი დივიზიონის 7 ტური გამოტოვეს.

12 აგვისტოს, რუსეთის საფეხბურთო კავშირის დავების განხილვის პალატამ ვლადიკავკაზელთა საკითხზე იმსჯელა და “ალანიას” ახალი ფეხბურთელების დარეგისტრირების უფლება მისცა. ხოჯავასა და მარცვალაძის გარდა, ჩრდილოეთ ოსეთის კლუბმა განაცხადში კიდევ 8 მოთამაშე შეიყვანა.

ხოჯავა “ალანიაში” 9-ნომრიანი მაისურით ითამაშებს, ხოლო მარცვალაძე – 22-ნომრიანით.

 


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

16:35 | 12.08.2013
LU 001 KA (1043)

ძლიიივს როგორც იქნა...ძაან მაგარი ფეხბურთელები არიან იმედია დაიბრუნდებენ ძველ ფორმას

16:15 | 12.08.2013
დროგბა (16450)

მარცვალაძეც და ხოჯავაც მაგარი იგროკები არიან მეცოდება ალანიისთვის

15:11 | 12.08.2013
mepe (215)

neta tuar mowyindat am y l eebs russul parchak gundebshi wowiali

17:36 | 12.08.2013
jano_ananidze (635)

მხურვალე მოკითხვა დედაშენს დიადი ვლადიკავკაზიდან ))))))))))))))))))))

16:35 | 12.08.2013
LU 001 KA (1043)

რატო აგინებ რა წესია რა ქნან აბა თუ არ იწვევენ სხვა გუნდებში....??ძაან კარგი გუნდია ალანია დიდი ისტორია აქ მაგარი ქომაგები და მაგარი სტადიონი დაბრუნდებიან ვიშე ლიგაში და შეუბერავენ საკაიფოდ ზიხარ სახში კომპიუტერთან და აგინებ არარი ლაამზი საქციელი რა დაგიშავეს?თავიანთი ცხოვრებაა და თვითონ იციან რას აკეთებენ

16:27 | 12.08.2013
pumpula (31)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!

16:58 | 12.08.2013
anaklya (176)

pumpula დავი. შენ კიდე მეფე ხარ თუ ვეზირი, მაგათი იქაური ხელფასები რომ გაიგო, შურისგან ისეთ ხასიათზე დადგები, მაგ ასოს მხოლოდ მოსაშარდად გამოიყენებ )

0.126766