ფეხბურთი

12:28 | 1.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ალაბა ავსტრიაში წლის სპორტსმენად აღიარეს

 

მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველი დავიდ ალაბა ავსტრიის წლის სპორტსმენად აღიარეს.

21 წლის მოთამაშე, 1997 წლის შემდეგ პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ეს ჯილდო მიიღო. 16 წლის წინ ავსტრიის წლის სპორტსმენის ტიტული “კიოლნის” თავდამსხმელ ტონი პოლსტერს მიაკუთვნეს.

ალაბამ გამოკითხვაში, რომელშიც ავსტრიელი ჟურნალისტები მონაწილეობდნენ, სამთო-მოთხილამურე მარსელ ხირშერსა და ტრამპლინიდან მხტომელ გრეგორი შლირენცაუერს აჯობა.

“ავსტრიაში ფეხბურთელისთვის ძალიან ძნელია ამ ჯილდოს მოგება და ეს ჩემთვის დიდი პატივია” - განუცხადა ალაბამ გერმანიის ბუნდესლიგის ოფიციალურ საიტს.

 

0.105239