ყატარულმა კლუბმა “ალ-გარაფამ” ტურინის “იუვენტუსის” ფორვარდ ფაბიო კვალიარელას შეძენის სურვილი გამოთქვა.
Sky Sport Italia-ს ცნობით, არაბები “ბებერ ქალბატონს” 30 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 7 მილიონ ევროს, თავად ფაბიოს კი სამწლიან კონტრაქტს და შთამბეჭდავ ხელფასს ჰპირდებიან.
ზაფხულის მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში კვალიარელას შეძენის სურვილს ინგლისური კლუბები - “სანდერლენდი”, “საუთჰემპტონი” და “ნორვიჩი” გამოთქვამდნენ, მაგრამ ის პრემიერლიგაში არ გადასულა. “ალ-გარაფას” ლეგენდარული ბრაზილიელი ზიკო ავარჯიშებს და იქ ისეთი ცნობილი ფეხბურთელები თამაშობენ როგორიც ლისანდრო ლოპესი, ნენე და მარკ ბრეშიანო არიან.