აკაკი ხუბუტიას ეროვნულ ნაკრებში ახალწვეული აღარ ეთქმის, 3 წლის წინ ჰქონდა დებიუტი სლოვენიასთან ამხანაგურში (2:1) და 14 მატჩი დაუგროვდა. ბოლო შეხვედრებში კი სულ შეუცვლელად თამაშობდა. ხუბუტია თემურ ქეცბაიას ფორმაციის ნაკრებში ძირითადი შემადგენლობის მცველი გახდა და ამდენად, მისი აზრიც საინტერესოა ბოლოდროინდელ მოვლენებზე.
"მსოფლიო სპორტი" ხუბუტიას დაუკავშირდა:
- ალეკო ამისულაშვილის ნაკრებიდან წასვლის თემით დავიწყოთ.
- ძალიან საზიანოა გუნდისთვის. ჩემი თქმა რად უნდა, ამისულაშვილი დიდ სამსახურს უწევდა ნაკრებს. ვფიქრობ, ეს საბოლოო გადაწყვეტილება არ იქნება და პრობლემა მოგვარდება. ყოველ შემთხვევაში, იმედს ვიტოვებ. რა მოხდა, ეს ჩემი გასარჩევი არ არის.
- ზურაბ ხიზანიშვილი ამბობს, ქეცბაია ფეხბურთელებს აგინებსო. ამის შესახებ რას იტყვით?
- ქეცბაიას რომელიმე ფეხბურთელისთვის დედა შეეგინებინოს, ასეთი რამ არ გამიგია და არც მსმენია. ქართველები ვართ და დედის გინებას ნამდვილად არ წავუყრუებთ. ამაზე ლაპარაკიც ზედმეტია. ქეცბაია ემოციურია და თავისთვის თუ შეიგინება, ან რაიმე უწმაწურს იტყვის, სხვა საქმეა. გინება სხვა არის და დაყვირება სხვა. მწვრთნელია და დაყვირებაზე არ ავყვები. თუ მოთმენის უნარი არ გაქვს, ძნელია. მწვრთნელია, თავისი მეთოდი აქვს და ხან ხმამაღლა დაიძახებს, ხან დაიყვირებს, მაგრამ ამის გამო ერთი ამბავი ავტეხო და ინტერვიუ მივცე, არასწორად მიმაჩნია. მე არც არავისი მეშინია და ჩემს თავთანაც მართალი ვარ. მეტად თვითკრიტიკულები უნდა ვიყოთ. ასე კონფლიქტებით ერთ წრეზე რომ ვიტრიალოთ, კარგი არაფერი მოხდება.
- სხვა რაიმე სახის კონფლიქტი გქონიათ ქეცბაიასთან?
- მე არ მქონია და სხვას თუ ჰქონდა, ჩემი გასარჩევი არაა. იყო პერიოდი, ნაკრებში ჩამოვდიოდი და მწვრთნელს ერთი წუთითაც არ შევყავდი თამაშში. აი, შარშანწინ პოლონეთთან 0:1 რომ წავაგეთ, იმის შემდეგ კარგა ხანს არ მიწევდა თამაში. ფეხბურთელი ვარ და ბუნებრივია, მწყინდა, მაგრამ ჩუმად ვიყავი. ჩემს ვალს ვიხდიდი.
- კლუბზეც ვთქვათ: "მორდოვია" რუსეთის პირველ ლიგას ლიდერობს და ქულებში სხვაობას თუ შევხედავთ, წესით, პრემიერლიგაში დაბრუნება არ უნდა გაგიჭირდეთ.
- ისე ჩანს, პირველ ლიგაში უფრო ძნელია თამაში, ვიდრე პრემიერლიგაში. ეს ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, რადგან ლიდერები ვართ და ჩვენს წინაღმდეგ ყველა გუნდი განსაკუთრებული მოტივაციით იბრძვის. ისიც გავიგე, რომ მეტოქეებს ორმაგი პრემიალურები აქვთ ჩვენთან წარმატების შემთხვევაში. თან, ერთდროულად მხოლოდ 3 ლეგიონერს შეუძლია თამაში. "მორდოვიაში" აღმოჩენა იყო ხანგრძლივი ფრენა, რაც ძნელია, მაგრამ სხვაგვარად არ გამოდის. საერთოდ, "მორდოვია" არც იმსახურებდა გავარდნას, მაგრამ გეხსომებათ, როცა გუნდში ახალი ფეხბურთელები მივედით, 11 ტურიღა იყო დარჩენილი და ძალიან ჩამოვრჩებოდით სხვა გუნდებს. ქულების ამოქაჩვა დავიწყეთ, მაგრამ არ გვეყო. ისეთ გუნდებს მოვუგეთ, დღეს პრემიერლიგაში წამყვან პოზიციებზე რომ არიან. მათ შორის, "სპარტაკს".
- ნაკრებში არაერთი ძლიერი ფორვარდის წინააღმდეგ გითამაშიათ: მარიო მანჯუკიჩი, ნიკიცა იელავიჩი, რობერტ ლევანდოვსკი, ალვარო ნეგრედო, ოლივიე ჟირუ, ქარიმ ბენზემა. ყველაზე ძლიერად რომელი მოგეჩვენათ?
- ძნელია გამორჩევა, რადგან სხვადასხვა პერიოდში ვითამაშე მათ წინააღმდეგ. შარშანწინ ყველაზე ძლიერად ლევანდოვსკი მომეჩვენა, თუმცა ყველა ეს ჩამოთვლილი ფეხბურთელი ძალიან ძლიერია. ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელები არიან.
- ისევ ეროვნული ნაკრების თემა: როგორ ფიქრობთ, რაშია ყველაზე დიდი პრობლემა?
- თაობის შეცვლა მტკივნეული პროცესია. ახალგაზრდა, პერსპექტიული ბიჭები მოდიან და ნელ-ნელა სანაკრებო დატვირთვას შეეგუებიან. ჯერ კიდევ არ ჰყოფნით გამოცდილება და მოუვათ. ნაკრებში აღარ არიან ისეთი დიდი სახელის მქონე ფეხბურთელები, როგორებიც კახა კალაძე, ლევან კობიაშვილი და ალექსანდრე იაშვილი იყვნენ. მოკლედ, თაობათა ცვლას მოჰყვა პრობლემები, მაგრამ საშიში არაფერია. ამ ფეხბურთელებით კარგი ნაკრების აშენება შესაძლებელია. საფრანგეთთან თამაში ავიღოთ: ბოლო წუთებს თუ არ ჩავთვლით, ყრუ დაცვაში არ ჩავმჯდარვართ. არადა, ამხელა დონის გრანდს ვეთამაშებოდით.
- იმედები კარგია, მაგრამ ვერა და ვერ მართლდება.
- რეალურად, 1981 წლის შემდეგ, ქართველებს დიდად არ გაგვიხარია, მაგრამ ცდა არ უნდა დავაკლოთ.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
არ შეიძლება რაც დგეს ნაკრებსში ხდება!!! ყველაპერი კაცურად უნდა წყდებოდეს და არა ასეე,ვიტომ ჟურნალისტების დახამარებით,ქეცბას მარტლა ყველაზე ზალაინ უნდა შედეგი,მაგრამ რა ქნას კაცმა აგარ იცის!!! არ უწობენ ხელს,უდგილოდ მიმაჩნია ამ ფაქტის უცხოურ ფაკტთან შედარება!!! ქარველი კაცი არანაირი სამსახურის და მოვალობის და სამშობლოს სიყვარული გამო არ აიტანს დედის გინებას.თუმცა არ მგონია ნაკრები მაგას იტანდეს,ანუ გინებას!!
ქეცბაია დიდ რეფორმებს ატარებს და ეხლა ეს რეფორმა თითოეულ ფეხბურთელზე მტკივნეულად აისახება მაგრამ გავა დრო და რეფრომა დაფასდება!!!
სამწუხაროდ ყველამ ვიცით რეალობა-ქეცბაია წავა თუ არა ნაკრებიდან ,გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს.ეს ნაკრები მაინც ვერ გავა ეუროზე...
და ვერც სანახაობრივ,შემტევ ფეხბურთს გვანახებს-შესაბამისი ტექნიკა არ გააჩნიათ
21წლის ახალგაზრდულის იმედი მქონდა და სლოვაკებთან მაჩვენეს რა იმედით უნდა ვიყოთ...
ეხლა 19წლის ბიჭების იმედით ვარ....და ასე დამოუკიდებლობის პირველი დღიდან 22წელია სულ ველოდები....
როგორ ვიფიქრებდი 70წლების დინამოს შემდეგ,რომ ოცნება იქნებოდა ეუროზე ან მუნდიალზე გასვლა?
ზუსტად იგივეს ვფიქრობ მეც და ეხა ავიყვანეთ 19წლამდელები ჰაერში და ვნახოთ 2 წელიწადში ვინ უფრო განვითარდება ჰოლანდიელები თუ ქართველები?სხვათაშორის ჰოლანიიდ 19წლამდელებს უელსმაც ფრე ეთამაშა!ეხლა ვასილ მაისურაძეზე ჩაიციკლა ხალხი და თბილისის დინამოდან რატო გამოუშვეს მაისურაძე?
გენაცვალე ხუბუტია. ხალხი დაგიპასებს რო სიმარტლეს ლაპარაკობ. იმ ხიზანისვილს კიდე კი მარა აგარ უნდა რო საქართველოში დაედგომებოდეს? რას გვაბოლებს
ხიზანიშვილი აშკარად იტყუება გინებაზე, ყველა ამბობს რომ ქეცბაია ფეხბურთელებს არ აგინებს.ხიზანიშვილი ტყუის და თავის ტყუილებით ნაკრებს უფრო ზიანს აყენებს. ასე რომ გაა..ას ხიზანამ და მიხედოს თავის კარიერას თურქეთში.
რა უნდა დააბრალო მწვრთნელს, როცა ნაკრების წამყვანი ფეხბურთელები დღედაღამე ფეისბუქზე არიან და როგორი და რა პოზაში ახალ-ახალი ფოტოები დადონ იმას ფიქრობენ.მაგათი პროფესიონალიზმი იქ დამთავრდა როცა მაღალი ხელფასები მიიღეს და ცხოვრება აიწყეს...
ბულგარეთში 2-6-ის მერე კობიმ რო თქვა, ფეხბურთის სათამაშოდ კი არა ზოგ-ზოგიერთი აქ ჯინსების საყიდლად იყო ჩამოსულიო, არ გახსოვთ?
იმ ბებერს ქეცბაიამ სამინისტროზე შემთხვევით კი არ მიანიშნა, ბებერი დათო ყიფიანს ეძმაკაცებოდა, აბა მინისტრი ვინ არის? გაიხსენეთ როგორ თქვა იმათი სიტყვები "ახლა ჩვენი დროა და გაიწიეთო" ქეცბამ ჩემ ქვეყანაში ჩამოვედი და რას ჰქვია გაიწიეო.
აქ შედეგებზე კი არაა უკმაყოფილება ეს იმათ არც აინტერესებთ, ძალაუფლება და ფული, მწვრთნელად სჭირდებათ ტოპმიულერის და კუპერისნაირები ორი წლით ჩამოვიდნენ არ იხმაურონ, ნაკრებში ფეხბურთელი გამოიძახონ მაგათი შედგენილი სიის მიხედვით და უხმაუროდვე აიბარგონ და რაც მთავარია წარუმატებლობა იმათ რომ დაბრალდეს. ამაში ლომის წვლილს ჟურნალისტები ასრულებენ ქეცბამაც აღნიშნა რომ 6 წუთზე უხეში შეცდომა დაღლილობას დააბრალა, ჟურნალისტებმა ეს რათქმაუნდა გაატარეს, საერთოდ ჟურნალისტების და ფეხბურთელების ურთიერთობა ცალკე თემაა, მიახლოებით მეფის და დაქირავებული მშიერი მეხოტბე.. გაზეთი როდის გამოვა, ვაა უჟე შაბათს ტო? კვირას რას აკეთებ? აი ეს შენ გამომართვი და კაფეში გაიყვან მუ ტლ ბს, დაისვენებ რა.
აი ასე იჩიკებიან ჯიგარი ფეხბურთელები აბა მაგათი კრიტიკა თავში აზრად ვის მოუვა.
ამ ფორუმზე ქეცბაია ხშირად გამიკრიტიკებია ბევრჯერ მიკამათია მაგრამ ამ კონფლიქტის მერე თემო ჩემ თვალში ცამდე ამაღლდა, ამაღლდა იმიტომ რომ კაცურად დადგა და უკან არ დაიხია, იმიტომ პირველად ნაკრების ისტორიაში სიმართლე თქვა და ფარდა ახადა სიბინძურეს. თემოს ჩამოსვლა ქართველების 99% გაგვეხარდა ის ყველა შესაძლებელი კანდიდატიდან საუკეთესოდ მიიჩნეოდა რატომ? მაგაზე ძლიერი და გამოცდილი მწვრთნელი ბევრი დადის დუნიაზე, მაგრამ სხვა მასზე პირდაპირი, სიმართლის მთქმელი და ქართულ ფეხბურთში კარგად ჩახედული კაცი არ მოიძებნება, ამიტომ ის სჭირდებოდა და სჭირდება ქართულ ფეხბურთს ამიტომ ჩამოიყვანეს და ამიტომ გვიხაროდა მისი ჩამოსვლა.. და აი დეზერტირს დაარქვა დეზერტირი, სიაფანდს სიაფანდი, პოხ.უისტს პოხ.უისტი და დაიწყეს ბუნტის აგორება "ფეხბურთელებს ვერ უგებს", "ყველა გაურბის".. ვინ ყველა? ვინ ვერ უგებს? ერთი იმიტომ გადაემტერა თურქეთან რომ არ ათამაშა მეორე ფინეთან ერთი ერთადერთი თამაშის გამო!!! ლაციო მაცდუნებელი ვარიანტია, მესმის, მაგრამ მე შემრცვებოდა ხმამაღლა იმის თქმა რომ თურქეთან რატომ არ მათამაშა ამის გამო ნაკრებს ზურგი შეაქცია, 2 წლის უთამაშებელი, უგუნდო. კუპერის და ტოპის დროს ესეთები არ გახმაურდებოდა ამიტომ არ აწყობთ ამათ ქეცბაია. პროექტი ქეცბაია ქვეყანას მილიონები დაუჯდა, საქმის საკეთებლად ჩამოვიდა ხალხს იმედია აქვს, ხალხს ეცით პატივი ხალხმა რა დაგიშავათ არ გინდათ პირდაპირ თქვით და დასვიდანია
გენაცვალე სიტყვებში. რა სიმართლეც გიწერია იმ სიმართლით გატაროს ღმერთმა მთელი ცხოვრება. ისე 1 რამეც მინდა ავღნიშნო. ეს სალუქვაე როა ჩოილარი მაგან დაუწყო გინდა თუ არა თQვი ვისზე ლაპარაკობო თემომ უთხრა ვერ ვიტყვი იმიტო რო მერე მე იმ კაცთან ერთად უნდა ვიმუშავოო სალუქვაძე კიდე ჩააცივდა გინდა თუ არა თქვიო თქვა ამანაც ამისულაშვილიო და დაიწყო იმის მერე 1 ამბავი. ქეცბაიას რო არ დაეკონკრეტებინა ამხელა ამბავი არ მოხდებოდა
ქეცბაია მართალია და უნდა დარჩეს. ესეთი კაცი ჭირდება დღეს საქართველოს თორე ისეც ამ ზარმაც და უსაქმურ ქვეყაბაში სხვანაირად არაპერი გამოვა. უნდა ძლიერი ხელი, ძლიერი ლიდერი ყველა ორგანიზაციას, სამინისტროს, და ნაკრებსაც ხალხო. ადამიანი ვინც პრინციპების ერთგულია, არის პატრიოტი, ესმის საქმე და ამბობს სიმართლეს. გაიგეთ რა. ის ნაძირალა მოხუცი ჟურნალისტი კიდე მოშორდეს საერთოდ რა. ამხელა დამსახურების კაცს ქეცბაიას რას ეუბნებოდა დააკვირდით? უნდა გადადგე და წახვიდეო. ვინაა ეგ ? ეგ ჭყვეტავს ეხლა? ხალხო აზრზე მოდით ჩემო საყვარელო ქართველებო, აქ თათარი და სომეხი არ შემოვა დასაკომენტარებლად და ვისაც საქმის კეთება უნდა და შეუძლია აცადეთ რა და პირად ინტერესებს ნუ გადააყოლეთ ეს ქართული ფეხბურთი და ყველაფერი ქართული.
ის ბებერი მართლა მოსაშორებელია. გია გორგოძე ქვია
აუწვა ტ.რ.ა.კ.ე.ბ.ი ქეცბაიამ იმათ ვისაც ეგონა გარანტირებული ქონდათ ადგილი ნაკრებში.როგორ აკადრეს სათადარიგოთა სკამზე დაჯდომა.ნებისმიერი საღად მოაზროვნე უნდა მიხვდეს, რომ სწორედ ქეცბაიას ნაირი მიდგომა და დამოკიდებულებაა დღეს საჭირო
Mე ვთვლI რომ ქეცბაia უნდ დარჩეს. Fაქტia რომ ნაკრებს ადრც ქონდაპრობლემებ, ტუმცა ფებურთელებI კოფორტულად გრძნibდნენ თავს. Hოდა მგონI ამკმფორტს კარგავენფებუტელები და დიწყე წუწუნი.
ძაან მარტივი მისახვედრია რო იმ ჭორიკანა ფეხბურთელების ნალაპარაკევს ყურადღება არ უნდა მივაქციოთ.დედას აგინებდა თურმე!!!ეხლა გაახსენდა დედას რო აგინებდა?კანკავამ სწორად თქვა.რა გამოდის ეხლა ვინც არ წავიდა ნაკრებიდან ისინ დედის გინებას ატარებენ და ესენი იმათზე მაგარი ტიპები არიან?
ძოძუაშვილი დღეს არსებულ ქართველ მწვრთნელებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მოაზროვნე მწვრთნელია. მივმართავ ფედერაციას და სპორტის სამინისტროს - შევქმნათ მეორე ნაკრები; ჩავუყენოთ სათავეში ან ძოძუაშვილი ან დევდარიანი; პერიოდულად გავაჯიბროთ სპარინგად პირველ ნაკრებს და ნახეთ რა შედეგს მივიღებთ. მოკლედ აბანოში გამოჩნდება ...
მეორე ნაკრებს ექნება დამატებითი ხარჯი რადგან დაჭირდება შეკრებები და ასე შემდეგ და სარგებელი არანაირი არ ექნება..ასერომ ამან რამე სარგებელი მოუტანოს ქართულ ფეხბურთს არა მგონია
მეორე ნაკრები იქნება პირველის სპარინგი!
და აზრი??მაგ სპარინგის გამო უნდა დაიხარჯოს ამდენი ფული??ფეხბურთელების ცამოყვანა შეკრება ცხოვრება საკმაოდ დიდი ტანხა დაჯდება და აზრს ვერ ვხედავ მაგისი
კაი რა მეორე ნაკრები. იგივეს ლაპარაკობდა კიკნაძე და არავინ უსმინა და სწორის ქნეს. 1ლი ნაკრებისთვის ვერ მიგვიხედია და რა დროს მეორეა
იგივეს ვითხოვდი, ოღონდ მაისურაძე მწვრთნელად და გაშვებული ფეხბურთელები მეორე ნაკრებში.
1)რამდენიც არ უნდა ვიკამათოთ დარწმუნებული ვარ ქეცბაია დარჩება.
2)როდესაც მწვრთნელის შეცვლას ითხოვ არგუმენტირებულად უნდა დაასაბუთო, რომ ვისაც მიიჩნებ უკეთეს მწვრთნელად ის უკეთეს შედეგს დადებს.
3)ძოძუაშვილი და კაჭარავა გვარწმუნებენ, რომ ფეხბურთელისთვის დედის გინება არის ფეხბურთის შემადგენელი ნაწილი და ფეხბურთელმა ხმა არ უნდა ამოიღოს.
4)მწვრთნელს ანაზღაურება შედეგის მიხედვით თუ ექნება (წარმატებული ევროპული ნაკრებების მწვრთნელების მიხედვით), დარწმუნებული ვარ საქართველოს ნაკრებში მუშაობაზე ბევრი უარს იტყოდა.
5)ქართველი ფეხბურთელების პოტენციალს თუ გამოვიყენებთ, შემტევ ფეხბურთს 4 თვის მიზანმიმართული ვარჯიშით წარმატებულად ვითამაშებთ.
მართალია ეს კაცი ქართული ფეღბურთის პრობლემა 1981 წლის ტრიუმფის მერე მოდის მაგის მერე ხეირიანი მართლაც არაფერი მომხდარა, შეცდომაა თითქოს ქართულ ფეხბურთის პრობლემა თითქოს
დამოუკიდებლობის პერიოდიდან ან მით უმეტეს ქეცბაიას მწვრთნელობისას დაიწყო ჩვენ ფეხბურთში პრობლემები 1982 წლიდან ყიფიანის ფეღბურთიდან წასვლის მერე დაიწყო და Mტავარი პრობლომა მოვარსკვლავო ტიპების თავში ავარდნაა მოკლედ მენტალიტეტშია მთავარი პრობლემა.
გეთანხმები მაგაში ნამდვილად ეგრეა..ხოდა ვიღაც ულვაშა რო იყო პრენსკოფერეციაზე ჯურნალისტი მაგან თქვა 5 წლის წინ დაიწყო ქართული ფეხბურთის პრობლემებიო და ჯურნალისტი რო ეგეთ რაღაცას იტყვის რაღა უნდა ელაპარაკო
ხო აბა რა რა ხუთი წლის წინ დაიწყო, 83 წლიდან მოყოლებული დინამო სულ უმაღლეს ლიგაში დასარჩენად იბრძოდა და ხან ქუტაისის ტორპედო და ხან გურია შველოდა თორემ უეჭველი გავარდებოდა.
ძოძუაშვილი დაბერდა,თან ბევრი დრო გაუცდა უმუშევარი რაც არი,პლუს იმის ფონზე რო ფეხბურთი დღითიდღე ვითარდება და ძველი სოვეტსკი ხრიკებით შედეგის დადება ძან რთული იქნება,კიდევ არსებობს ბევრი სხვა გარემოებაც! დევდარიანი უნიჭიერესი მწვრთნელია,თან უმნიშვნელოვანესი იქნება მისთვის თუ რა კონტიგენტი ეყოლება(ასაკს ვგულისხმობ) მაგრამ მას არ შეუძლია პროფესიონალი ფეხბურთელების მართვა,(ცალკე თემაა რამდენი პროფესიონალი გვგყავს ნაკრებში)D იქეთ მართავენ მას ფეხბურთელები! აი მე პირადად ზუსტად რო გიორგი დევდარიანს ვისურვებდი,ოღონდ ქეცბაიას კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ ანუ 2 წლის მერე. რაც შეეხება მაისურაძეს,მას ბავშვების გარდა დიდი გამოცდილება არანაირი არ აქვს(თუნდაც საკლუბო) ასე რომ უდიდესი რისკი იქნება მისი დანიშვნა. მოკლედ მე ყველანაირად მომხრე ვარ ქეცბაია დარჩეს
D იცავს კიდოს D
ისე ფეხბურთელების ადგილზე რო ვიყო უნდა დაურეკონ ხიზანიშვილს ჩამოათრიონ აქ და სიფათი უნდა გაუხიონ ცემაში ესეგი რა გამოდის მაგისი ინტერვიუდან რომ თითონ ყოფილა მაგარი ბიჭი და სხვები ჩმორები რომლებიც თურმე იტანენ ქეცბაიასგან დედის გინებას
ეს ჯურნალისტები კიდე ხო ხედავთ რა დღეში არიან რაც ცხორებაში ინტერვიუები არ აუღიათ ამ ორ დღეში აიგეს იქნებ რამენაირად ფეხბურთელები ააბუნტონ მარა არაფერი გამოუვათ
რატომ გონია ვინმეს რომ გეცბაიაზე ნაკლები მწვრთნელია ან ძოძუაშვილი ან დევდარიანი ან მაისურაძე. მივცეთ მათ ერთი ციკლის ჩატარების უფლება და მერე ვილაპარაკოთ. ხე ნაყოფით იცნობა.
კაი რა დევდარიანი ტო..დევდარიანმა დინამოში ვერ გძლო ფეხბურთელების გამო წამოვიდა მთელი დინამო აუმხედრდა და მაგი საქართველოს ნაკრებში იზავს რამეს??
beqa16885 (21)
კონკრეტულად მითხარი შენ რაში ამტყუნებ და მე გეტყვი რატომაც ვამართლებ
და რატო არ უნდა დაიჯერო აბა ამაზე მიპასუხე ?? და რომ ამბობ წავიდესო,ვინ მოგყავს მერე მითხარი ერტი კაცურად რა
ამათ ნებაზე რომ მიუშვა , დევდარიანს დაგვისვამენ ნაკრების მწვრთნელად ...
)
ამიხსნით ვინმე რატო უნდა დავიჯერო რო ქეცბაია ყველაფერს მართალს ლაპარაკობს და 100% ია?
უნდა წავიდეს ქეცბაია,არაფერიც არ დასამარდება ნუ ქმნით ტრაგედიას,ფეხბურთელი რომ იყო მაგარი ეს მეც ვიცი მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ მწვრთნელიც უნდა იყოს მაგარი,მარადონა ლეგენდაა მაგრამ ვერ გაქაჩა მწვრთნელობა და წავიდა ნაკრებიდან
??
და შენ რა გინდა თქვა რომ , ქეცბაია არ არის კარგი მწვრთნელი ?!
)
ქეცბაია გვაგინებსო და აღარ ვითამაშებთო ნაკრებშიო რო ამბობენ სტადიონზე მისულ 60 000 კაცს რამდენჯერ აქვთ ნაგინები მთელი ნაკრებისთვის ერთ ხმაში? იქნებ გულშემატკივარიც აღარ მიუშვათ თამაშებზე? თქვენ რო ვინმეს პატივისცემა გქონდეთ თამაშის დროს ოფლს მაინც მოიდენდით მოედანზე... რა ხმას იღებთ ბოლობოლო გაყიდულ თამაშებზე დაიჭირეს თქვენი გუნდელები და ეხლა არ თქვათ რო თქვენ არ გითამაშიათ ეგეთი თამაშები..... უნამუსოთა ხროვა ხართ....
გიორგობას გილოცავთ!
კაი ადამიან იხარ აკაკი! წარმატებები!
es მერამდენე სერიაა 7-დე?
თაგვმა თხარა თხარაო ისე გამოდის რა ამ ჟურნალისტებს და მგონი სულ გამოუთხრიან ნაკრებს ძირს შეეშვით რა მორჩა ამ თემაზე ლაპარაკი ნუ აყვებით ამ გაბრაზებული ხიზანიშვილის ნალაპარაკებს მახსოვს ხახლი ლოცულობდა ეგ წავიდეს ოღონდ ნაკრებიდანო და ქეცბას მაგის გამო ლანძღავდნენ რატო ათამაშებსო და ახლა წავიდა და მისტირით? ხომ ხედავთ რო ქეცბაია 2 წელი კიდე არ წავა ნაკრებიდან და სხვა ფეხბურთელებთანაც ნუ გაუფუჭებთ საქმეს თორე ამით ისევ ჩვენ დავზარალდებით . . .
გავუშვათ ქეცბაია და მივუშვათ ვიგოდნიკები !!!
გუნდი თურქეთან 3:0 რომ აგებდა ორი წლის უთამაშებელი უნდა შეეყვანა..
მიპასუხეთ გუნდს გააძლიერებდა? პოხუ.ი ხო? ლაციოს სკაუტი იჯდა ტრიბუნაზე და საქართველოს ნაკრების დე.დაცო აი ეს ხალხია და ეს აზროვნება
ქეცბაიას წასვლა საბოლოოდ დაასამარებს ნაკრებს.
მერე იმ ლაციოს სკაუტს შეეძლო მთEლო სეზონი ენახა ყენიას თამაში კარპატში მარა რო ნახა მაგან ესეთი ამბავი რო ატეხა თურქეთთან უთამაშებლობაზე იფიქრა ეს ვერც ნაკრებში გაქაჩავს და ვერც ჩვენთAნო და ეხლა ყველა კარგად ვხედავთ რა დGეშიც არიან ეგ და ბიძამისი
ზოგიერთი "ჟურნალისტის" გადმოცემით დიუსელდორფის ლიდერია, სინამდვილეში სულ 3-4 თამაში გამოჩნდა შეცვლაზე, უზით სკამზე, ზის ბულკივით
აზრზე აღარ არის
მიუხედავად იმისა რომ რეზო ძოძუაშვილს ძაან ვაფასებ,მითუმეტეს როგორც ქუთაისელი,ეგ კაცი ან მთლად აგვაშენებს და ან მთლად დაგვაქცევს)))) რაც შეეხება დევდარიანს და მაისურაძეს,ამათ ავტორიტეტი არ აქვთ ისეთი რომ ნაკრებში გაქაჩონ,რაც ძალიან აუცილებელია,მითუმეტეს დევდარიანმა ქართულ კლუბებში ვერ მოაგვარა და ნაკრებში ვინ მოაგვარებინებს,ზატო დზაან ძლიერები არიან ბავშვთა ფეხბურთში მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს რო დიდ გუნდსაც ღირსეულად გაუძგვებიან
ადმინ, ისე ამ საიტზე გამოკითხვა, რომ ჩაგვეთარებინა "დარჩეს თუ არა ქეცბაია ნაკრების მთავარ მწვრთნელად" ცუდი არ იქნებოდა, საინტერესოა რა შედეგს მივიღებდით
აქ კომენტარებს, რომ ვკითხულობ, მცირე მაგრამ გარკვეული ნაწილი უფრო ერუდირებული და კომპეტენტურია ვიდრე ჩვენი სპორტული ჟურნალისტების უმრავლესობა DDD
გამოკითხვა რო ჩატარდეს კარგი იქნება მარა ქეცბაია ნაღდად არ გასცემს ჩვენს კითხვებს პასუხს. ჯერ ჟურნალისტები რეებს მეკითხებოდნენ და ამათგან რა კითხვას უნდა ველოდოო იფიქრებს ეგ კაცი
გამოკითხვაზეა აქ საუბარი , ინტერნეტკონფერენციაზე კი არა ...
)
D ვინ გაგაბრაზა
კარგი აზრია... ისე ისეც კარგი იქნებოდა ქეცბაია რომ შემოსულიყო ამ საიტზე და ჩვენი კითხვებისთვის გაეცა პასუხი, მოვითხოვოთ...გაგვცეს გულშემატკივრებს პასუხი...
გეთანხმები კაი აზრია
გიორგიბას გილოცავთ
ახლა შემოვედი და ნაჩქარევად გადავავლე თვალი კომენტარებს. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა თითქოს რწმენა დავკარგეთ. ვერავითარ პერსპექტივას ვერ ვხედავთ და ერთმანეთთან უსაგნო კამათში ვხარჯავთ ნერვებს და დროს. ეკონომიკური კრიზისი რომ გვაქვს,საფეხბურთო მეურნეობა რომ მოშლილია და მსოფლიო დონის ვარსკვლავები არა გვყავს, იმიტომ ჩამოვიყვანეთ ქეცბაია და ვიხდით ტოპ მწვრთნელის ხელფასს. სხვანაირად დავნიშნავდით ფიზკულტურის მასწავლებელს და გადავუხდიდით ორმოცი ათასს თუ სამოცი ათასს, ხორვატიის მწვრთნელი რომ ღებულობდა. ისე პატრიოტიზმად ის მიმაჩნია ფეხბურთელი დაქცეულ ქვეყანას ბიზნესკლასით მგზავრობას რომ არ მოთხოვს და მწვრთნელი მილიონებს. ნორმალურ ქვეყანაში ნორმალური შედეგის პირობებში ფეხბურთელსაც პრემია ეკუთვნის, ბიზნესკლასით მგზავრობა და მწვრთნელსაც მაღალი ანაზღაურება. თუ შედეგი არა გვაქვს და თანაც ფეხბურთელები არა გვყავს სწორია რომ არც პრემიებს ვაძლევთ და არც ბიზნესკლასით ვამგზავრებთ. იგივე გავავრცელოთ მწვრთნელზეც. შედეგი არც მაგას აქვს და რაიმე ტაქტიკა, გარდა ყრუ დაცვისა მე არ დამინახავს. მაგიც ფეხბურთელებივით ჩამოდის ზბორებზე და რატომ ღებულობს მაგხელა ხელფასს? თუ ქვეყანა უყვარს ემსახუროს ერთი შესარჩევი ციკლი ქვეყანას. მაშინ დავიჯერებ მაგის პატრიოტობას. თორემ მასე მიშაც გვეფიცებოდა სიყვარულს, რეალურად მთელ საქართველოს დედას უდღნავდა.
მიუხედავად ფეხბურთელ ქეცბაიასადმი ჩემი ღრმა პატივისცემისა, საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ქეცბაია ვერ შედგა. ჩამოვართვათ ხელი და მადლობა გადავუხადოთ გაწეული მუშაობისათვის. ჩვენ კი ონდა გავაგრძელოთ ძიება. ჩემი აზრით რეზო ძოძუაშვილი, დევდარიანი ან მაისურაძე უკეთესად შეძლებენ ნაკრების მომზადებას, გამომავალი იქედან რომ მთლიანად ნაკრებზე იქნებიან კონცენტრირებულები.
მარტო ხიზანას ესმოდა გინება როგორც ჩანს
გიორგობას გილოცავთ ყველას მრავალს დაესწარით ))))
შენც ძმა
გილოცავთ ყველას გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს! ამ დღის მადლი არ მოკლებოდეს თქვენს ოჯახებს და ჩვენს სამშობლოს, მრავალს დაესწარით საყვარელ ადამიანებთან ერთად, ჯანმრთელად და ბედნიერად, ერთიან საქართველოში!
მოდით რა ყველამ რეალურად შევხედოთ,ქეცბაიაზე ხომ ყველას გვაქვს წარმოდგენა როგორი ადამიანიც არი ან და როგორი ფეხბურტელიც იყო,ეხლა გჯერათ ვინმეს რო საქართველო არ უყვარს ? შედეგი არ უნდა რომ დადოს? რამე მაყუთებზე ჩალიჩობს და იმისთვის ათამაშებს ფეხბურთელებს ნაკრებში რო იქნებ სადმე გაიყიდონ? ახლობლობით ვინმეს ათამაშებს ? თუ რას მოითხოვენ მისგან რას,შედეგს ? ეჭვი გეპარებათ რო თემური არ ყოფილიყო ბევრად სამარცხვინო რეზულტატი გვექნებოდა ? ან ვინეებზე დაყრდნობით თხოვთ შედეგს,ამ ნაკრებს ერტი გამოკვეთილი ლიდერი იგროკი მაინც ყაავს ? სად,რა კლუბებში თამაშობენ ეს ფეხბურთელები ან და თამაშობენ კი საერთოდ ? ვობშემ გაიხსენეთ,თემურის მოსვლამდე უკეთესი შედეგი იდო ? ან რომ წავიდეს მერე ვინ მოგვიტანს შედეგს ? ვინ გყავთ კანდიდატი,კაპელო,გვარდიოლა და ეგეტები აქ არ ჩამოვლენ და ვისი იმედი გაქვთ ? ხიზანიშვილის მსგავსების ? აი ზუსტადაც ხიზანიშვილებად რომ არ გადაიქცეს მთელი საქართველოს ნაკრები აცადეთ ამ კაცს მუშაობა,და კი ნუ შევჩამთ,პირიქით,ყველა გვერდით დავუდგეთ და საქმეც ასე გაკეთდება.. და ხიზანიშვილს თუ აგინებდა,აი ხო ყველამ დაინახეთ რომ საგინებელი ყოფილა,საგოლ თემურ,კიდევ აგინე აიტანს ეგ და ეგეთები კიდევ სხვებიც თუ არიან
ჩემო მეგობარო, მესმის თქვენი, მაგრამ სუბარი იმაზე რომ სხვა მწვრთნელობის არჩევანი არ გვაქვს და უნდა ვაცადოთ მისაღები იქნებოდა მწვრთნელობის პირველ წელს, ხომ არ ფიქრობთ რომ უკვე დიდი ხანია გასული. კაცმა ამდენი ხნის განმავლობაში გუნდი კი არ შეკრა პირიქით ყოველდღე ეშლება(თვითონ შლის თავისი საქციელებით)
ხალხნო გთხოვთ ამ ადამიანის(ქეცბაიას) სიტყვებს ნუ მიიღებთ როგორც ფაქტს, რა ვიცით რომ ქეცბაია რასაც ლაპარაკობს ისაა ფაქტი?! ის მხოლოდ თავისი დემაგოგიით და ხმის მაღალი ტემბრით გვარწმუნებს. საქართველოს ნაკრები ჩვენი(ხალხის) გუნდია და ვალდებულია დაალაგოს სიტუაცია ნაკრებში და მაგას ვითხოვთ. მოთხოვნა უნდა ვისწავლოთ ქართველებმა, დაგნიშნეთ ნაკრების მწვრთნელად, დადე შედეგიიიიიიიიი!!!!! აღარ გვინდა ეს: ქეცბაია მართალს ლაპარაკობს და ასე შემდეგ. შედეგი გვინდა.... გუნდი გვინდა!!!!!!!!!!!!
გილოცავთ გიორგობას!
გუშინ ჯანო რატო არ იყო ზენიტთან ხო არ იცით?
მცირე ტრამვა
D სულ პატარა
ბედი არ გინდა ტო 0-2 მოიგო არადა როსტოვმა
ვიგოდნიკები, დეზერტირები, პოხ უისტები, თემოს კამანდა ამთგან გასაწმენდია, ერთი შეცდომა დაუშვა აქამდე არ უნდა მიეშვა. არ გინდა საქართველო? პაშოლ ნახ უი
მე მგონი რო ზურამ ძაან გადაამლაშა და ქეცბა ამ შემთხვევაში მართალია რა