“უკეთ, ვიდრე ლონდონში” – ეს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის დევიზია. მართალია, მსგავსი მოწოდება სეოკ-ს ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებთან მიმართებაში არ აქვს, მაგრამ სპორტსმენთა რაოდენობით თუ ვიმსჯელებთ, უკვე დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ პროგრამა მინიმუმი შესრულებულია.
2010 წელს, სინგაპურის სადებიუტო თამაშებზე, საქართველო 5 სპორტსმენით წარსდგა, ხოლო ნანჯინგში უკვე 6 ლიცენზიანტი გვყავს და დარწმუნებული ვართ, მათი რიცხვი კიდევ გაიზრდება, მით უფრო, რომ სალიცენზიო ფერხულში ჯერ არ ჩართულან მოჭიდავეები.
ნანჯინგის მეექვსე საგზური მოცურავე აკაკი ვაშაკიძის ანგარიშზეა, რომელმაც ბრესტში გამართულ ახალგაზრდა მოცურავეთა ბელარუსის პირველობაზე, 100 მეტრზე ბატერფლაიში 57.20 წამით მესამე შედეგი აჩვენა და სალიცენზიო ნორმატივიც შეასრულა.
www.geonoc.org.ge