კალათბურთი

19:58 | 1.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

აკაკი ლომოური “დინამოში” ვარჯიშობს

ფორვარდი აკაკი ლომოური (17.01.91, 198 სმ, 91 კგ), საქართველოს ყველაზე ტიტულოვან კლუბ თბილისის “დინამოში” ვარჯიშობს, თუმცა გახდება თუ არა ლომოური “დინამოს” სრულუფლებიანი წევრი, ეს უახლოეს დღეებში გაირკვევა.

ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” “დინამოს” მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი ხოშტარიამ განუცხადა.

შეგახსენებთ, რომ ლომოური ბოლო ორი სეზონი ქვეყნის მოქმედი ჩემპიონის და თასის მფლობელ “შსს აკადემიაში” თამაშობდა. ძალოვნების გარდა აკაკის სუპერლიგის ყოფილ წევრ “სამედიცინო აკადემიასა” და სტუ-ში აქვს ნათამაშები. იყო საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრები გუნდის წევრი. არის საქართველოს ჩემპიონი და თასის მფლობელი.


0.112971