აკაკი გოგია ჰოლანდიურ "ჰერაკლესში" ვარჯიშობს და შესაძლოა, სწორედ ამ კლუბში გააგრძელოს კარიერა. 21 წლის ფლანგელი ნახევარმცველი "ვოლგსბურგს" ეკუთვნის და გასულ სეზონში "ზანქტ პაულიში", მანამდე კი "აუგსბურგში" გახლდათ განათხოვრებული.
რაც შეეხება "ჰერაკლესს", მან ჰოლანდიის ერედივიზიონი მე-12 ადგილზე დაასრულა. გუნდის მწვრთნელი პეტერ ბოსი არნემის "ვიტესში" წავიდა, მის ნაცვლად კი იან დე იონგი მიიყვანეს.