ფეხბურთი

10:52 | 27.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

აკადემიური ფრე

ალბათ მართლები იყვნენ ისინი, ვინც ამბობდა, რომ მსგავსი დონის მატჩები ჩემპიონატის ასეთ ადრეულ ეტაპზე არ უნდა იმართებოდეს. ჯერ მხოლოდ მეორე ტურია და გუნდებმა, ახალი მწვრთნელებით, სიფრთხილე არჩიეს, რომელმაც, ჯამში ერთობ მოსაწყენ სანახაობამდე მიგვიყვანა. დიახ, სათამაშო დინამიკა იყო, თუმცა საგოლე მომენტები თითქმის არ შექმნილა. “მანჩესტერი” პირველ ნომრად თამაშს ცდილობდა, “ჩელსი” კი კონტრშეტევებით ფონს გასვლას, მაგრამ ეს მცდელობები ორივე გუნდის დახვეწილმა დაცვის ხაზმა “შეჭამა.” ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ ნელ-ნელა ეშხში შევიდოდნენ და ნაღდი ფეხბურთიც გაჩაღდებოდა, მაგრამ ვეღარ დაიქოქნენ და ბოლომდე აკადემიური თამაში არჩიეს.

მანჩესტერი – ჩელსი 0:0

მანჩესტერი. “ოლდ ტრეფორდი.” 75 032

მანჩესტერი: დე ხეა, რიო ფერდინანდი, ვიდიჩი, ევრა, ჯონსი, კარიკი, ვალენსია (იანგი 66), კლევერლი, ვან პერსი, რუნი, უელბეკი (გიგზი 78)

მწვრთნელი: დევიდ მოიესი

ჩელსი: ჩეხი, ეშლი კოული, ტერი, კეჰილი, ივანოვიჩი, ლამპარდი, რამირესი, აზარი (ასპილიკუეტა 90+3), ოსკარი, დე ბრიუინი (ფერნანდო ტორესი 60), შურლე (ობი მიკელი 87)

მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო

გაფრთხილება: დე ბრიუინი (32), ფერნანდო ტორესი (80)

მსაჯი: მარტინ ატკინსონი

ბურთის ფლობა: 55%-45%, დარტყმა: 3(9)-4(4), ჯარიმა: 9-10, კუთხური: 4-1, თამაშგარე: 3-1, სეივი: 4-3

მეგოლეები:

3 –კრისტიან ბენტეკე (1, “ასტონ ვილა”)

2 – ფრეიზერ კემპბელი (“კარდიფი”), დანიელ სტარიჯი (“ლივერპული”), რობერტო სოლდადო (2, “ტოტენჰემი”), ლუკას პოდოლსკი, ოლივიე ჟირუ (ორივე - “არსენალი”), დენი უელბეკი, რობინ ვან პერსი (ორივე – მანჩესტერი”)

 

 

1.           3         2        1        0        4:1        7     
2.         ლივერპული 2 2 0 0 2:0 6
3. ტოტენჰემი 2 2 0 0 2:0 6
4. მანჩესტერი 2 1 1 0 4:1 4
5. ვესტ ჰემი 2 1 1 0 2:0 4
6. საუთჰემპტონი 2 1 1 0 2:1 4
7. სიტი 2 1 0 1 6:3 3
8. არსენალი 2 1 0 1 4:4 3
9. ასტონ ვილა 3 1 0 2 4:4 3
10. სტოკი 2 1 0 1 2:2 3
11. კარდიფი 2 1 0 1 3:4 3
12. ფულემი 2 1 0 1 2:3 3
13. ჰულ სიტი 2 1 0 1 1:2 3
14. ევეტონი 2 0 2 0 2:2 2
15. მორვიჩი 2 0 1 1 2:3 1
16. სანდერლენდი 2 0 1 1 1:2 1
17. ვესტ ბრომვიჩი 2 0 1 1 0:1 1
18. ნიუკასლი 2 0 1 1 0:4 1
19. კრისტალ პალასი 2 0 0 2 1:3 0
20. სუონსი 2 0 0 2 1:5 0


სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120284