ფეხბურთი

0:33 | 5.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

აიუს ჰეთ თრიქი და „მარსელის“ ნანატრი 3 ქულა

„მარსელმა“ მოუგებელ მატჩთა სერია ბოლოადგილოსან „აიაჩოსთან“ გამართულ საშინაო შეხვედრაში შეწყვიტა. ჟოზე ანიგოს გუნდს ბოლო 6 მატჩში პირველი მოგება ანდრე აიუმ მოუტანა, რომელმაც ჰეთ თრიქი შეასრულა. ცნობისთვის, განელ თავდამსხმელს, აქამდე, მხოლოდ 2 გოლი ჰქონდა გატანილი.

აიუმ ანგარიში მე-4 წუთზე გახსნა, ხოლ მე-60 წუთზე თავი კიდევ ერთხელ გამოიჩინა. ორ წუთში, ტალომ ერთი ბურთი გაქვითა, მაგრამ 77-ე წუთზე, აიუმ სტუმრებს მესამეც გაუტანა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

 

მარსელი-აიაჩო 3:1 (1:0)

მარსელი, “ველოდრომი

მარსელი (4-1-2-3): მანდანდა, ჯეჯე, ნ’კულუ, მენდესი, მორელი, რომაო, პაიე (ვალბუენა 70), იმბულა ვანგა (შეირუ 70), კალიფა, ჟინიაკი, ა. აიუ.

მწვრთნელი: ჟოზე ანიგო.

აიაჩო (4-2-3-1): ოჩოა, მოსტეფა, პეროცო, დიელნა, ბონარი, ფატი, ლასნე, ანდრე, დიარა (ტონუჩი 76), ბარაჯი (პედრეტი 61), ტალო (კამარა 87).

მწვრთნელი: კრისტიან ბრაკონი.

გოლები: 1:0 ა. აიუ (4), 2:0 ა. აიუ (60), 2:1 ტალო (62), 3:1 ა. აიუ (77).

გაფრთხილებ: მორელი 90+3.

მსაჯი: ალექსანდრ კასტრო.

ბურთის ფლობა: 50%-50%, დარტყმა: 13 (4)-6 (2), კუთხური: 7-5, თამაშგარე: 2-4, სეივი: 1-1, ჯარიმა: 15-24.

0.138725