ფეხბურთი

13:44 | 6.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

“აინტრახტი” შუსტერთან მოლაპარაკებას აწარმოებს

გერმანული გამოცემა Kicker-ის ცნობით, ესპანური “მალაგას” მთავარმა მწვრთნელმა ბერნდ შუსტერმა შესაძლოა, მუშაობა ფრანკფურტის “აინტრახტში” გააგრძელოს.

54 წლის გერმანელ სპეციალისტს ესპანურ კლუბთან კონტრაქტი 2018 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, თუმცა, წყარო ირწმუნება, რომ მისი სამშობლოში დაბრუნების ალბათობა ძალიან დიდია.

ფრანკფურტელთა ამჟამინდელმა დამრიგებელმა არმინ ფემ კლუბიდან წასვლის შესახებ უკვე განაცხადა და ამიტომ, ხელმძღვანელობამ მისი შემცვლელის ძებნა დაიწყო. “აინტრახტის” წარმომადგენელი ჰერიბერტ ბრუჩჰაგენი და კლუბის დირექტორი ბრუნო ჰიუბნერი 1-ელ მაისს ესპანეთში გაფრინდნენ, რათა შუსტერს პირადად შეხვედროდნენ.

Kicker-ის მტკიცებით, “მალაგასა” და ბერნდს შორის გაფორმებულ კონტრაქტში არის მუხლი: თუ გუნდი პრიმერა დივიზიონში მე-10-ე ადგილზე დაბალ საფეხურს დაიკავებს, მაშინ კონტრაქტის ანულირება შესაძლებელია. ამჟამად “მალაგა” მე-13-ე ადგილზეა და ათეულში მოხვედრის არცთუ კარგი შანსი აქვს. არის ვარიანტი იმისაც, რომ “აინტრახტს” ესპანელებისთვის კომპენსაციის გადახდა მოუხდეთ.

შუსტერს აქამდე ორ გერმანულ კლუბში - “ფორტუნაში” და “კიოლნში” უმუშავია.

 

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.180331