პაბლო აიმარი უახლოეს მომავალში მალაიზიურ კლუბ “ჯოჰორის” წევრი გახდება. 33 წლის არგენტინელი შემტევი ნახევარმცველი რამდენიმე კვირის წინ დაემშვიდობა ლისაბონის “ბენფიკას”. მას შემდეგ იყო საუბარი, რომ პაბლიტო სავარაუდოდ სამშობლოში დაბრუნდებოდა, მაგრამ მან მალაიზია ირჩია.
ეს ინფორმაცია ერთ-ერთ სამხრეთამერიკულ სპორტულ გამოცემას “ჯოჰორის” ხელმძღვანელობამ დაუდასტურა, მაგრამ ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაკეთებულა.