ლისაბონის “ბენფიკას” ვეტერან ნახევარმცველ პაბლო აიმარს კლუბთან კონტრაქტი ეწურება და პორტუგალიას ტოვებს. A Bola-ს ცნობით, გადაწყვეტილია, რომ მხარეები ახალ ხელშეკრულებას არ გააფორმებენ.
ამგვარად, 33 წლის აიმარი არჩევანის წინაშე დგას: ან კარიერის დასრულება, ან სამშობლოში დაბრუნება. რამდენადაც ცნობილია, არგენტინელის ხილვით მისი მშობლიური “რივერ პლეიტია” დაინტერესებული. აიმარმა კარიერა სწორედ ამ კლუბში დაიწყო და მისი მაისურით 1996-2001 წლებში ასპარეზობდა.
ცნობისათვის, “ბენფიკას” შემადგენლობაში, აიმარმა პორტუგალიის ჩემპიონატი ერთხელ, პორტუგალიის თასი კი, 4-ჯერ მოიგო.