ფეხბურთი

16:09 | 16.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

აილტონმა “სიმპატიკო” კობიაშვილი გაცილების მატჩზე მიიწვია

გახსოვთ ბრაზილიელი აილტონი? ჩაფსკვნილი თავდამსხმელი, რომლის შემხედვარე ბევრს უკვირდა, ამ აღნაგობის ფეხბურთელი ასე კარგად როგორ თამაშობდა. არადა, თამაშობდა კი არა, ბრემენის “ვერდერში” ლამის ყველა მატჩში გოლი გამოწერილი ჰქონდა. 6 წელი იყო “მუსიკოსებში”, გახდა ბუნდესლიგის ჩემპიონი, გერმანიის თასი ორჯერ მოიგო, ბუნდესლიგის საუკეთესო ფეხბურთელი და საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

მიკუ-კლასნიჩი-აილტონის ტრიო სასწაულად შედეგიანი იყო. აილტონი “ვერდერში” მეექვსე სეზონის მერე “შალკეში” გადავიდა და ლევან კობიაშვილის თანაგუნდელი გახლდათ, თუმცა “ხუმარებში” მხოლოდ ერთი წელი გაატარა და მერე უკვე ცხვირსახოცივით იცვლიდა კლუბებს – ბოლო 8 წელიწადში 13 სხვადასხვა გუნდში იყო.

40 წლის ჩაფსკვნილმა ბრაზილიელმა შარშან დაასრულა კარიერა გერმანიის ქვედალიგელ “ბინგენში”, ამ ზაფხულს კი გაცილების მატჩს გამართავს და ლევან კობიაშვილიც მიიწვია.

მიწვეულთა შორის, “კობის” გარდა არიან: მეკარე ოსკარ კორდობა (კოლუმბია), ნალდო, პაულუ სერჟიო, მარსელინიო (ბრაზილია), კლაუდიო პიზარო (პერუ), სერგეი ბარბარესი (ბოსნია), კრასიმირ ბალაკოვი (ბულგარეთი), ლუის ერნანდესი (მექსიკა), ებე სანდი (დანია) და ასე შემდეგ...

“კობის” და აილტონს კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. ბრაზილიელი ლევანს “სიმპატიკოს” ეძახდა...

აილტონი კობიაშვილზე: “მან 100 მატჩი ჩაატარა თავისი ქვეყნის ნაკრებში. ეს ნებისმიერი ფეხბურთელისთვის დიდი მიღწევა და დიდი პატივია”.

0.123959