ფეხბურთი

11:32 | 13.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

“აიაქსმა” კაპიტანი დიდი ხნით დაკარგა

ამსტერდამის “აიაქსის” კაპიტანი სიმ დე იონგი, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო საკუთარ გუნდს დაახლოებით ექვსი კვირის განმავლობაში ვერ დაეხმარება.

ახალი კვირა ჰოლანდიური გრანდისათვის ცუდი ინფორმაციით დაიწყო. ორშაბათს ცნობილი გახდა, რომ გუნდის 24 წლის კაპიტანი ფილტვების ავადმყოფობის გამო საავადმყოფოში მოხვდა. სად მიიღო დე იონგმა დაზიანება ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ ის უკვე იმყოფება ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ და უახლოესი რამდენიმე დღე საავადმყოფოში დარჩება.

კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით, კაპიტანი უახლოესი ექვსი კვირის განმავლობაში მოედანზე ვერ გავა. ამრიგად, ის ერედივიზიონში “ფეინოორდთან” გასამართ დერბის და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის სტარტს გამოტოვებს.

დე იონგის გარდა “ფეიონოორდთან” თამაშს (18 აგვისტოს) ამსტერდამელთა მარჯვენა მცველი რიკარდო ვან რეინიც გამოტოვებს, რომელმაც “ალკმაართან” 2:3 წაგებულ შეხვედრაში წითელი ბარათი მიიღო და დისკვალიფიცირებულია.

0.112082